წერეთლის გამზირზე დაწყებულმა რეაბილიტაციამ იმოქმედა თუ არა „გორგიას“ ფილიალის გაყიდვებზე და რამდენით იკლო ჰიპერმარკეტში ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობამ?
როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის ხელმძღვანელი თორნიკე გურული აცხადებს, „გორგიაში“ მოსახვედრად მომხმარებლებს ახალი, დამატებითი გზა შესთავაზეს. კერძოდ, ჰიპერმარკეთან მისვლა შესაძლებელია სანაპიროდან, მირცხულავას ქუჩაზე,
„ყოველდღიურად ჩვენი ვიზიტორების რაოდენობა ზოგადად სულ უფრო და უფრო იმატებს და საშუალოდ 30 000 მომხმარებელი გვსტუმრობს ყოველდღიურად.
რაც შეეხება წერეთლის ფილიალს, ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზეთ ახალი, დამატებითი გზა სანაპიროდან მირცხულავას ქუჩაზე, რითაც უამრავი ახალი მომხმარებელი უკვე სარგებლობს.
„გორგიაში“ სანაპიროდან მირცხულავას ქუჩის გავლით 1 წუთში ხვდება მომხმარებელი.
ასევე ღიაა წერეთლის მხრიდან შემოსასვლელიც. გარდა ამისა, წერეთლის ფილიალში 300 ლარის ზევით შენაძენზე უფასო მიტანის აქცია მოქმედებს.
ასევე „გორგიას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, Gorgia.ge-ზე, სასურველ პროდუქციას კი ვაწვდით საქართველოში ნებისმიერ ადგილას“, - აცხადებს თორნიკე გურული.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ერთ-ერთი დატვირთული წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება. უფრო ადრეა გათვალისწინებული ე.წ. წერეთლის ხიდის სარემონტო სამუშაოების დამთავრება.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 28,4 მლნ ლარი, ხიდისთვის კი - 4,2 მლნ ლარი.
თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 19 აპრილს, გვიან ღამით დაიწყო.
უახლესი