დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ჯავშნებში ავსტრალია ლიდერობს, ველოდებით სტუმრებს ევროპის ქვეყნებიდანაც - სასტუმრო „ფალიანი“ 

წელს ჯავშნებში ავსტრალია ლიდერობს, ველოდებით სტუმრებს ევროპის ქვეყნებიდანაც - სასტუმრო „ფალიანი“ 

09-05-2024 19:00:00

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანისთვის“ მაღალი ტურისტული სეზონი ივნის-ივლისიდან იწყება და სასტუმროში ჯავშნებსა და შესაბამისად დამსვენებლების ზრდას სწორედ ამ პერიოდიდან ელოდებიან.

როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმრო „ფალიანის“ მენეჯერმა მარიამ ფალიანმა განაცხადა, ჯავშნების მიღება აქტიურად მიმდინარეობს. მისივე განმარტებით ამ დროისათვის შემოსული ჯავშნებში ავსტრალია ლიდერობს.

„სასტუმრო „ფალიანი“ მესტიაში 2021 წელს გაიხსნა და სასტუმრო კომპლექსი შედგება 18 ნომრისგან და 14 ადგილზე გათვლილი ჰოსტელისგან. ჩვენი სტუმრების უმეტესობა ევროპის ქვეყნებიდან არიან

ტურისტების მხრიდან მოთხოვნა მზარდია. გეტყვით, რომ  2023 წელს ჩვენი სასტუმროს მაგალითზე უფრო მაღალი მოთხოვნა ვიდრე 2022 წელს“,- განმარტავს მარიამ ფალიანი.

რაც შეეხება ავსტრალიელ სტუმრებს მათი მხრიდან, სასტუმრო „ფალიანის“ მენეჯერის განმარტებით, მოთხოვნა მაღალია, რაზეც სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ ისე უცხოელ ტუროპერატორებთან. მარიამ ფალიანის განმარტებით ავსტრალიიდან სტუმრები სასტუმრომ გასულ წელსაც მიიღო. 

ზაფხულის სეზონისთვის, დღეს არსებული ფასებით, სასტუმროს 2 ადგილიანი ნომრის ღირებულება წინ ხედით და საუზმით 280 ლარია. სასტუმრო წინ ხედი კი გადაჰყურებს მთელს მესტიას, კოშკებს. ჰოსტელში ღამისთევის ფასი კი 60 ლარია, რომელიც მოიცავს საუზმესაც.

მარიამ ფალიანი იმ მიზეზებს ასახელებს თუ რატომ უნდა ესტუმრონ ტურისტები „ფალიანს“.

„პირველი იმიტომ, რომ „ფალიანი“ არის საკმაოდ დახვეწილი სასტუმრო. მეორე იმიტომ, რომ სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედები და მსგავსი ხედები მხოლოდ ჩვენ და კიდევ ერთს სასტუმროს აქვს. გვაქვს ასევე მაღალი დონის მომსახურება, რესტორანი უგემრიელესი კერძებით“, - აღნიშნა მარიამ ფალიანმა. 

სასტუმრო „ფალიანი“  ბუტიკური ტიპის სასტუმროა, რომელიც სასტუმრო ნომრების გარდა ღია და დახურულ რესტორანსა და ბარს აერთიანებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები