„მალენტა” ჟელე-სოუსების 8 სახეობას აწარმოებს და ექსპორტისთვის ემზადება.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარი კვერნაძემ განუცხადა, კომპანიას წარმოებაში 70%-იანი ზრდა აქვს და ექსპორტზე შეთავაზება აშშ-დან და ევროპიდან მიიღეს.
როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს “მალენტა” 2021 წელს ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა.
„მსგავს პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე არავინ აწარმოებს. რეცეპტების კომბინაციები გავაკეთეთ და როცა სხვადასხვა გემოები ჩამოყალიბდა წარმოება დავიწყეთ. გვაქვს ჟელე-სოუსი ფორთოხლის, ლიმნის, კივის, ანანასის არომატით, რომლის ბაზასაც წიწაკა შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში წარმოება 0-დან 5 000-ქილამდე გავზარდეთ. თავდაპირველად ნაწარმი ჰორეკა სექტორს მიჰქონდა. ჩვენი ქსელური გაყიდვები დაიწყო „გუდვილიდან“, ამ დროისთვის ოთხ ქსელურ და ნიშურ მაღაზიებში ვართ შესული. პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა“, - ამბობს მარი კვერნაძე.
“მალენტას” საწარმო თბილისში მდებარეობს და 5 ადამიანს ასაქმებს. კომპანია სეზონურად სოუსების წარმოებაში ადგილობრივი წარმოების ნედლეულს იყენებს,ზამთარში კი იმპორტულ ხილსა და ბოსტნეულზე არიან დამოკიდებული.
ჟელე-სოუსების მწარმოებელი ამბობს, რომ ექსპორტზე გასვლის პარალელურად საწარმო სიმძლავრის გაზრდას გეგმავენ.
უახლესი
3 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს