დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წარმადობას ვერ ვზრდით, რადგან სავაჭრო ქსელებში შესვლა რთულია - „შინაო“

წარმადობას ვერ ვზრდით, რადგან სავაჭრო ქსელებში შესვლა რთულია - „შინაო“

01-09-2024 12:00:00

წარმადობას ვერ ვზრდით, რადგან სავაჭრო ქსელებში შესვლა რთულია, - ამბობს Business Insider Georgia-თან კომპანია „შინაოს“ კომერციული დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, „შინაოს“ პროდუქია ამ დროისთვის „ფრესკოსა“ და „გუდვილის“ ქსელებში და უბნის მარკეტებშია ხელმიაწვდომი.

„სავაჭრო ქსელებში გაყინულ ხილსა და ბოსტნეულთან მიმართებით ინტერესი დაბალია. ამიტომ ვერ ვაფართოებთ გაყიდვების ქსელს და შესაბამისად ვერ ვზრდით წარმადობას“, - ამობს გიორგი ქვრივიშვილი.

კომპანია სამაცივრე მეურნეობას ფლობს და ბაზარზე გაყინული ხილ-ბოსტნეული და შეფუთული მწვანილი გამოაქვს.

„2021 წლის ბოლოს გამოუშვით პირველი პროდუქტი - გაყინული კარტოფილი. შემდეგ დავიწყეთ შეფუთული მწვანილის 6 სახეობის წარმოება. ასევე გაყინული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. ახლა უკვე გვაქვს სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. ასევე ბაზარზე გავიტანეთ ამ პროდუქტების მიქსები. 2023 წლის დასაწყისში უკვე დავამატეთ გაყინული ხილი“, - აცხადებს „შინაოს“ კომერციული დირექტორი.

„შინაო“ პროდუქტს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს, საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები