დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წალკის კანიონის ვიზიტორები 4 აგვისტოს 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ 

წალკის კანიონის ვიზიტორები 4 აგვისტოს 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ 

02-08-2023 16:00:19

29 ივლისიდან  4 აგვისტომდე წალკის კანიონში შესასვლელი ბილეთების შეძენა ვიზიტორებს 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. როგორც Business Insider Georgia- ს KASS LAND - დან აცნობეს, სპეციალური ფასდაკლება შუშის ხიდის შექმნის იდეის დღის აღსანიშნავად მხოლოდ 4 აგვისტოს იმოქმედებს.
„მიმდინარე აქცია გულისხმობს, რომ 4 აგვისტოს კანიონზე მისული ვიზიტორები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.  ამ ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. კერძოდ, აქცია Biletebi.ge-ზე  29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაყიდულ პირველ 500 ბილეთზე გავრცელდება.

50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ასევე გიგანტური საქანელისა და ბაიკლაინის პირველ 100 ბილეთზე. ბილეთების გამოყენება ვიზიტორებს  მხოლოდ 4 აგვისტოს შეეძლებათ.   ხიდის შექმნის იდეა ამ დღეს გაჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთი შეთავაზების გაკეთება მომხმარებლებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში. 
სააქციო ბილეთების 65% უკვე გაყიდულია. 
კომპანიის წარმომადგენელმა Business Insider Georgia-თან მიმდინარე სეზონიც შეაფასა და განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალი დატვირთულობაა. 
როგორც აღმოჩნდა, დამსვენებლების დიდ ნაწილს შეადგენენ უცხოელი ვიზიტორები, მათ შორის ისრაელიდან, რომლებიც KASS LAND-ის ვილჰაუსებს ხშირად სტუმრობენ.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
 პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები