დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი GROSH-ი ბათუმში ფილიალის გახსნასა და ახალ ბაზრებზე გასვლას გეგმავს

ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი GROSH-ი ბათუმში ფილიალის გახსნასა და ახალ ბაზრებზე გასვლას გეგმავს

25-01-2024 15:00:00

ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის, GROSH • გროშ-ის თანადამფუძნებელი, გვანცა გურგენიძე Business insider Georgia-თან ამბობს, რომ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის გამო 2024 წელს კომპანია გეგმავს ბათუმში ფილიალის გახსნას, სავაჭრო მოლებში შესვლასა და ასორტიმენტის გაფართოებას, ასევე ბრენდს აქვს ახალი შეკვეთა აშშ-ის ბაზრისთვის, პარალელურად კი ახალ საექსპორტო ბაზრებს ეძებს.

„გროში“ მომხმარებელს უმეტესად ქართული, იტალიური და თურქული ტყავისაგან დამზადებულ მრავალფეროვან ხელნაკეთ პროდუქტს სთავაზობს. წარმოებაში იყენებს ვერცხლსაც. ბრენდს მომხმარებელი ჰყავს აშშ-ში, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.

კომპანიის გაყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ტყავის საფულეა, რომელსაც ბრენდი მომხმარებელს გამორჩეული შეფუთვით აწვდის. თუმცა, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, გაიზარდა მოთხოვნა ჩანთებზე და ამ მიმართულებით ახალ მოდელებს ამატებენ.

გვანცა გურგენიძე Business insider Georgia-თან გასულ წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:

„ჩვენთვის უმჯობესია მომხმარებელთან ShowRoom-ში პირდაპირი კავშირი, რადგან პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად უფრო ადვილია სასურველი პროდუქტის შერჩევა, მაგრამ პანდემიის შემდგომ მომხმარებლების უმეტესობა პროდუქტს ონლაინ ყიდულობს. 2023 წელი ჩვენი კომპანიისთვის საერთო ჯამში წარმატებული იყო“.

„გროში“ 2017 წელს დაფუძნდა და ბრენდის პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეუძლია სახელოსნოში, რომელიც თბილისში ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარეობს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ. ამ დროისთის კომპანიაში დასაქმებულია 7 ადამიანი.

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები