დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Tower Group-სა და ალფა არქიტექტურას ახალი კოლაბორაცია | Piazza Residence -  ძველი ბათუმის ახალი ისტორია

Tower Group-სა და ალფა არქიტექტურას ახალი კოლაბორაცია | Piazza Residence -  ძველი ბათუმის ახალი ისტორია

17-07-2024 15:40:00

ბათუმი ისტორიული ქალაქია, ამ ისტორიის განმავლობაში კი მისი არქიტექტურული იდენტობა მუდმივად ცვალებადი და პროგრესირებადი იყო. თუმცა არსებობს შენობები, რომლებიც ერთგვარი კულტურული მონაპოვარია - სწორედ მათ განსაზღვრეს ქალაქის საბაზისო არქიტექტურული იდენტობა.

ქალაქი, რომელიც ზღვასა და მთას შორის არის მოქცეული, თავისი იდეალური კლიმატითა და  ლანდშაფტებით, რა თქმა უნდა, ტურისტების ფავორიტი მიმართულებაა. ამ პოპულარობამ და ტურისტული მიმართულებით განვითარებამ, ქალაქის არქიტექტურა საგრძნობლად შეცვალა - სწორედ ამიტომ, აუცილებელი გახდა გვეპოვა გზები, რომლებიც ისტორიისა და თანამედროვეობის იდეალურ ჰარმონიამდე მიგვიყვანდა.

Tower Group-სა და ალფა არქიტექტურას ახალი პროექტის, Piazza Residence საპროექტო ტერიტორიაზე მდებარეობს კულტურული ძეგლი, რომელიც 1905 წელს აშენდა - ის ბათუმური საცხოვრებელი სახლის საკმაოდ საინტერესო ნიმუშია. შენობა თავისი მასშტაბითა და ეკლექტური რენესანსისთვის დამახასიათებელი ფასადებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ორი ქუჩის სივრცითი ორგანიზების, ისე არქიტექტურული სახის შექმნის თვალსაზრისით. ძველი ბათუმის არქიტექტურის წარმოდგენისას ყველას ალბათ მსგავსი შენობები წარმოგვიდგება.

შენობა უკვე 119 წლის არის, გვიანდელი მინაშენებისა და გადაკეთების შედეგად კი ძლიერ არის დაზიანებული. Tower Group იღებს ვალდებულებას არსებული კულტურული ძეგლის შეძენა, რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და მწყობრში მოყვანაზე, ასევე მისი პირვანდელი სახის შენარჩუნებაზე. ეს არის ჩვენ მიერ ნაპოვნი გზა, რომელიც ისტორიისა და თანამედროვეობის იდეალურ ჰარმონიამდე მიგვიყვანს.

 

Piazza Residence-ს არქიტექტურაზე მუშაობისას, ჩვენი მთავარი მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი შერწყმა თანამედროვე ესთეტიკურ გადაწყვეტილებებთან. მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი წარმატებით შევასრულეთ - ძველი ისტორია ახლის საფუძვლად ვაქციეთ და მათ კომბინაციას ვინტაჟურ თანამედროვეობას ვუწოდებთ.

ძველი ბათუმის ახალი ისტორია აქ, "Piazza Residence"-ში იწყება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები