საქართველოში ბრუნვის მიხედვით მშენებლობის სექტორის ყველაზე დიდი კომპანიები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სამშენებლო კომპანია გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი (უცხოური კომპანიის ფილიალი) საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა. ფილიალის დირექტორია - ჟან იუნვუ.
შპს ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია ჩინეთის მოქალაქე მა ჯინ
შპს ანაგი - 1995 წელს დაფუძნდა. კომპანიის მესაკუთრეა ნანა აროშიძე, ხოლო კომპანიის 100% ზაზა გოგოტიშვილი მართავს.
შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია - ჟაი ფეიფეი.
გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კოს 2019 წელს დაფუძნდა, კომპანიის დირექტორია ჩენ იუჩიანგი.
უახლესი