დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს

01-08-2024 15:00:00

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ დაახლოებით 40 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში იმპორტირებულია 9,756.25 ტონა  შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები, რაშიც მთლიანობაში 39,634.62 ათასი დოლარია გადახდილი. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ქვეყანამ 8,423.02 ტონა შოკოლადის იმპორტის მოახდინა. შესაბამისად ზრდა 16%-ია. 

მიმდინარე წლის მაჩვენებლებით ქვეყანაში შემოსული შოკოლადის 41%-ი რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზე, 15%-იანი წილით კი უკრაინაა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ შოკოლადი იყიდა:

რუსეთი - 3,963.72 ტონა,

უკრაინა - 1,419.81 ტონა,

თურქეთი - 1,031.54 ტონა,

პოლონეთი - 578.08 ტონა,

ბელგია - 569.74 ტონა.

ბოლო წლების სტატისტიკით, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით შოკოლადი 2023 წელს შემოვიდა. გასულ წელს ქვეყანამ 22,207.22 ტონა შოკოლადი იყიდა, რაშიც 88,880.03 ათასი დოლარი გადაიხადა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები