ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 98.3% მოდიოდა.
TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მაისში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა:
რუსეთის ფედერაცია |
154.72 |
40.20% |
-50.71% |
იტალია |
44.17 |
11.48% |
19.97% |
აშშ |
38.30 |
9.95% |
37.89% |
საბერძნეთი |
21.29 |
5.53% |
4.75% |
ყაზახეთი |
20.02 |
5.20% |
-3.79% |
გერმანია |
19.77 |
5.14% |
48.49% |
ისრაელი |
18.10 |
4.70% |
12.61% |
თურქეთი |
14.67 |
3.81% |
80.47% |
ესპანეთი |
5.44 |
1.41% |
9.83% |
საფრანგეთი |
4.62 |
1.20% |
24.25% |
2023 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.9 მლნ აშშ დოლარი (78.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მაისის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.9%-ით მეტია.
უახლესი