დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოდან 2023 წელს ყველაზე მეტი ღვინო გაიტანა

TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოდან 2023 წელს ყველაზე მეტი ღვინო გაიტანა

19-02-2024 11:00:00

ცნობილია, TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოდან 2023 წელს ყველაზე მეტი ღვინო გაიტანა. 

Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მასალების თანახმად, შემდეგი TOP-10 კომპანია გამოიკვეთა: 

  • სს ბადაგონი
  • სს თელავის ღვინის მარანი
  • სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
  • შპს Bolero & Company
  • შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს კახური ღვინის მარანი
  • შპს მეღვინეობა ხარება

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

ვინ არიან კომპანიების მფლობელები: 

სს ბადაგონი - კომპანია 2003 წელს დაფუძნდა. სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: გიორგი სალაყაია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გერმანე შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ელისაბედ ბაგრატიონი,წევრი: ვალერიან გორგილაძე,წევრი: ქეთევან ჯაველიძე, გენერალური დირექტორი - მარინა გიორგაძე. 

სს თელავის ღვინის მარანი - კომპანია 1996 წელს დაფუძნდა.  სამეთვალყურეო საბჭო    თავმჯდომარე/წევრი: კახა ზუკაკიშვილი; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ზურაბ რამაზაშვილი;წევრი: პაატა ცისკარიშვილი,დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი. 

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - კომპანია 1996 წელს დაფუძნდა. სამეთვალყურეო საბჭო     თავმჯდომარე/წევრი: დავით დუგლაძე,  თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ალექსანდრე ივანიშვილი,   წევრი: ეკატერინე დუგლაძე,დირექტორი - გოჩა გიოშვილი. 

შპს Bolero & Company -  კომპანია  2012 წელს დაფუძნდა. გენერალური დირექტორი - ირაკლი ბექაური; დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100% ფლობს ვახტანგ კარიჭაშვილი, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/

შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი - კომპანია 2008 წელს დაფუძნდა. 100%-ის მესაკუთრე  სააქციო საზოგადოება სს ჰარვესთ ალავერდი. დირექტორი თეიმურაზ ჯანყარაშვილი. 

შპს ასკანელი ძმები - კომპანია 1998 წელს დაფუძნდა.მესაკუთრე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი 45%; გოჩა ჩხაიძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/55%. 

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - დაფუძნდა 2004 წელს. მესაკუთრე - ალექსანდრე ივანიშვილი,  25.66% ზაალ დუგლაძე, 25.68% დავით დუგლაძე, (25.68%) დავით დუგლაძე, 25.66% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აისი 23%; 

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. 100%-ს ფლობს ზურაბ ჩხაიძე. 

შპს კახური ღვინის მარანი - კომპანია დაფუძნდა 1994 წელს.100%-ს ფლობს  ნუგზარ ქევხიშვილი;

შპს მეღვინეობა ხარება - კომპანია დაფუძნდა 2012 წელს. კომპანიას 4 მფლობელი ჰყავს. ვახტანგ ლიპარტიანი 0.3%; ალექსანდრე ხარებავა 0.5%;  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მეღვინეობა ხარება 52.2%; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს მარანი, 42% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვაჩნაძიანი 5%; 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები