დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP -10 კერძო სკოლა შემოსავლის მიხედვით

TOP -10 კერძო სკოლა შემოსავლის მიხედვით

12-07-2023 11:30:35

2022 წელს ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 11.8%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

„მოსწავლეთა უმეტესობა ჯერ კიდევ საჯარო სკოლებშია კონცენტრირებული, მაგრამ კერძო სექტორში ჩარიცხვები და სწავლის საფასური მზარდია, რაც მომხმარებლის აღქმით კერძო სკოლების მიერ ხარისხიანი განათლების მიწოდებას უკავშირდება.

საქართველოში კერძო განათლების სისტემა კვლავ ფრაგმენტულია - მხოლოდ 11 კერძო სკოლას ჰყავს 1,000-ზე მეტი მოსწავლე და მათი წილი ბაზრის 21.0%-ს შეადგენდა 2022-23 წლებში, რაც კერძო სკოლების შერწყმის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს (M&A)- ნათქვამია მიმოხილვაში. 

ტოპ-10 კერძო სკოლა შემოსავლის მიხედვით საქართველოში, 2022/23

ბრიტანულ ქართული აკადემია - მოსწავლე - 422;  შემოსავალი - ₾20,300 ათასი; 

ევროპული სკოლა - მოსწავლე 937;  შემოსავალი 18,157 ათასი;

ახალი სკოლა - მოსწავლე 715;  შემოსავალი 14,148 ათასი;

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა -  მოსწავლე - N/A N/A ; შემოსავალი 13,924 ათასი;

შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - მოსწავლე1,442 ; შემოსავალი - 8,704 ათასი; 

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - მოსწავლე - 372 ;  შემოსავალი 6,927 ათასი;

წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - მოსწავლე - 1,061; შემოსავალი 5,967 ათასი;

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა  - მოსწავლე 1,079 ; შემოსავალი - 5,495 ათასი;

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - მოსწავლე 700; შემოსავალი -  5,319 ათასი; 

მწიგნობართუხუცესი  - მოსწავლე 1,289; შემოსავალი - 4,691 ათასი;  

წყარო: განათლების სამინისტრო, საქსტატი, სარასი, გალტ & თაგარტ

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები