დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თხევადი აზოტის გამოყენებით დამზადებული ნაყინის ბრენდი Mini Melts უკვე საქართველოშია

თხევადი აზოტის გამოყენებით დამზადებული ნაყინის ბრენდი Mini Melts უკვე საქართველოშია

12-06-2024 10:00:00

თხევადი აზოტის გამოყენებით დამზადებული ნაყინის ბრენდი Mini Melts უკვე საქართველოშია. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Minimelts Georgia-ს წარმომადგენელმა ქეთო კახიძემ განაცხადა, Mini Melts-ი ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმში იყიდება, თუმცა მის შეძენას მალე თბილისშიც შეძლებენ. 

„Mini Melts სულ რაღაც ერთი თვეა რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმში ვართ წარმოდგენილები. ამ ეტაპზე გაქვს ორი ობიექტი, რომელთაგან ერთ-ერთი „მეტრო სიტის“ ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო მეორე „გუდვილის“ შესასვლელში. 

Mini Melts ეს არის ამერიკელი მეგობრების მიერ შექმნილი ბრენდი, რომლის წარმოებაც შემდგომ ლატვიაში დაიწყო. სწორედ ლატვიიდან ჩამოგაქვს ეს ნაყინები. ამ დროისათვის საქართველოში 19-მდე სახეობის ნაყინი გვაქვს. 

პირველი ეტაპისთვის ბიზნესის განვითარება საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობს, დატვირთული ხარ, ცნობადობაც ჯერჯერობით დაბალია, თუმცა ვინც Mini Melts გემო გაუსინჯა ისევ მოდის და ერთგული კლიენტებიც უკვე გვყავს. 

Mini Melts გათვლილია ყველა სეგმენტზე, რადგანაც ყველა სეგმენტზე მორგებული ნაყინის სახეობები გვაქვს რეალიზაციაში“, - აღნიშნა ქეთო კახიძემ.

მისივე განმარტებით, მალე Mini Melts-ის ნაყინის შეძენა ბათუმში „რვაფეხასთანაც“ იქნება შესაძლებელი, რისთვისაც ძალიან ლამაზი ჯიხური მზადდება. 14 ივნისიდან Mini Melts-ი გაიყიდება ასევე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ევროპის ჩემპიონატის საგულშემატკივროდ დიდი ეკრანის მონტაჟიც იგეგმება. 

რაც შეეხება თბილისს Mini Melts-ი ქსელურ სუპერმარკეტებში გაიყიდება. 

„მალე, ვგეგმავთ პროდუქციის მიწოდებას საქართველოს დედაქალაქშიც. ჩვენ უკვე გაქვს მორიგი შეკვეთა გაკეთებული, ის გზაშია და მალე შევიტანთ ნაყინს თბილისში როგორც საცალო ქსელში ასევე ჰორეკა სექტორში. ბათუმში დღემდე წონის, ჩამოსასხმელი ნაყინი გვქონდა, მაგრამ მორიგი პარტია რაც ჩამოდის უკვე Mini Melts-ს შეფუთული ვერსია იქნება და სწორედ ამ ვარიანტს მივაწვდით თბილისში ქსელურ სუპერმარკეტებს, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე გაქვს“ - აღნიშნა  Minimelts Georgia-ს წარმომადგენელმა. 

Mini Melts-ი ეს ახალი ნანო ნაყინის განსაკუთრებული და უნიკალური სახეობა, რომელიც დამზადებულია თხევადი აზოტის გამოყენებით -197°c-ზე. 

რეალურად Mini Melts-ის ინოვაციურ ფორმას, კარგ ხარისხსა და საუცხოო გემოს მხარს უმაგრებს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის, ასევე სანდო პარტნიორების ქსელი და განვითარებული ინფრასტრუქტურა

Mini Melts არის კრუიოგენული ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და კვლავ რჩება მსოფლიო ლიდერად მის წარმოებაში. კომპანიის შემქმნელები და დამფუძნებლები, არიან ტომ მოსი და ნიკ ანგუსი, რომლებმაც ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ატარებდნენ წარმატებულ ექსპერიმენტებს ნაყინის დამზადებაში. მალევე მათ დააპატენტეს მათ მიერ გამოგონილი მეთოდი.

Mini Melts-ის წარმოება დაიწყო ლატვიურმა ქარხანამ „როჟენამ“. ტრადიციული ნაყინის წარმოება 100 წელზე მეტს ითვლის. ნატურალური რძე და ნაღები, ორგანული სოფლის მეურნეობის საუკეთესო ადგილობრივი მომწოდებლებისგან, სადაც პროდუქციის პრიორიტეტია პალმის ზეთისა და ხელოვნური კონსერვანტების არარსებობა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები