დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტექნოლოგიური მიღწევების გამო, მზის ენერგეტიკაში ტექნოლოგიები იაფდება და უფრო რენტაბელური ხდება - SHTIGEN GROUP OF COMPANIES-ის გენერალური დირექტორი

ტექნოლოგიური მიღწევების გამო, მზის ენერგეტიკაში ტექნოლოგიები იაფდება და უფრო რენტაბელური ხდება - SHTIGEN GROUP OF COMPANIES-ის გენერალური დირექტორი

09-07-2024 12:00:00

მზის პანელებზე მოთხოვნა მზარდია და მზის ენერგეტიკა ქვეყანაში ძალიან პოპულარული მიმართულება ხდება, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან SHTIGEN GROUP OF COMPANIES-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ტაბატაძემ განაცხადა.

SHTIGEN GROUP-ი 4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენაში მონაწილეობდა. 

ნიკა ტაბატაძის თქმით, SHTIGEN GROUP-ი ეს არის საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც მზის ენერგეტიკის სექტორში ოპერირებს.

„საქართველოში მზის ენერგეტიკას ვუყურებთ როგორც განსაკუთრებულ პრიორიტეტს, სექტორში მომუშავე კომპანიებს ვთავაზობთ მზის ენერგეტიკის სფეროში არსებულ ყველა სერვისებს და პროდუქტებს“, - ამბობს ტაბატაძე.

მისივე თქმით, საქართველოში მზის ელექტროსადგურების მონტაჟი იმ რეგულაციების გამო ხდება, რაც ქვეყანაში არსებობს, ასევე ფინანსურადაც მომგებიანი მიმართულებაა.

„მზის პანელებზე მოთხოვნა მზარდია და მზის ენერგეტიკა ქვეყანაში ძალიან პოპულარული მიმართულება ხდება, იმიტომ, რომ ამას ხელს უწყობს სახელმწიფო რეგულაციებიც. პირველი ნეტო აღრიცხვის სისტემა და მეორეს მხრივ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით მზის ენერგეტიკა ხდება სულ უფრო მომგებიანი. ძალიან ბევრი ტექნოლოგიური მიღწევის გამო მზის ენერგეტიკაში ტექნოლოგიები იაფდება და შესაბამისად მზის ენერგია უფრო რენტაბელური ხდება. ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს მომენტუმი რაც საქართველოში გაჩნდა, ვისარგებლოთ და ბაზარს ჩვენი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. 

SHTIGEN GROUP-ი კონკურენტული უპირატესობა საქართველოში არის ის დიდი  გამოცდილებაა, რაც კომპანიას მზის ენერგეტიკის დარგში აქვს დაგროვილი. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ლიდერი კომპანიაა სომხეთში და ასევე სერიოზული გამოცდილება გაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ის გამოცილება რაც დაგვიგროვდა ახლა უკვე ქართულ ბაზარსაც გავუზიაროთ“, - აცხადებს ნიკა ტაბატაძე. 

SHTIGEN GROUP-ი  ბაზარზე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს, ხოლო საქართველოში რამდენიმე თვის უკან შემოვიდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები