დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში ინფლაციის შემცირებული ტენდენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელზე უფრო მეტად შერბილება - ოთარ ნადარაია

თებერვალში ინფლაციის შემცირებული ტენდენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელზე უფრო მეტად შერბილება - ოთარ ნადარაია

05-03-2024 17:00:00

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, ინფლაციის მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლოს შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მაჩვენებელი მათ მიერ პროგნოზირებულ 8,25%-ზე დაბალი იყოს.

როგორც მან Business Insider Georgia-თან განაცხადა, გარე და შიდა ინდიკატორების დინამიკა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო მეტად შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

მისივე თქმით, თებერვალში ინფლაციის დონისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არსებული 9%-იდან სავარაუდოდ, კიდევ შეამცირებს.

„ჩვენი ბოლო პროგნოზით, თებერვლის ინფლაციის მონაცემების გამოქვეყნებამდე 2024 წლის ბოლოსთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,25%-ს შეადგენდა. თებერვალში ინფლაცია შემცირებულია, თუმცა ჯამური ინფლაციის გარდა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე გავლენას ახდენს სხვა ბევრი ინდიკატორი. მაგალითად, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის შეზღუდვა, რასაც გარკვეულწილად ექნება გავლენა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტი, თუმცა ესეც დროებითი, ერთჯერადი ფაქტოროა. ასევე აქ ძალიან მნიშვნელოვანია, სავალუტო შემოდინებები. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ლარის განაკვეთი, არ არის მხოლოდ დამოკიდებული საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. ლარის განაკვეთი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განაკვეთია აშშ-ში. ახლა აშშ-ში დოლარის განაკვეთი მაღალია და შესაბამისად, ლარის განაკვეთი ვერ იქნება ახლოს“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

მისივე თქმით,  ამ და სხვა ფაქტორების ერთობლიობის გათვალისწინებით, არსებული მაჩვენებლების დინამიკა იძლევა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო მეტად შემცირების შესაძლებლობას, ვიდრე ბოლო პროგნოზით იყო.

„ამიტომ, ვფიქრობ, მომავალ კვირაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უფრო მეტად შემცირდება, ხოლო წლის ბოლოს 8,25% -ზე მცირედით, თუმცა მაინც უფრო დაბალი იქნება“, - ამბობს ნადარაია.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, სებ-მა თებერვალში 9%-მდე შეამცირა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები