დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, BUS LANE-ზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ჯარიმებიდან ბიუჯეტში 72%-ით მეტი თანხა შევიდა

თბილისში, BUS LANE-ზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ჯარიმებიდან ბიუჯეტში 72%-ით მეტი თანხა შევიდა

22-05-2023 15:00:54

თბილისში BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის 2023 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში ჯარიმის სახით 72%-ით მეტი თანხა შევიდა ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. 

როგორც სახელმწიფო ხაზინის მონაცემებიდან ირკვევა, 2023 წლის ოთხ თვეში დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LINE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები)  შესულმა შემოსავალმა 1,244,499.98 ლარი შეადგინა.

ამასთან, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში  BUS LANE-ზე გავლისთვის ან დგომისთვის ჯარიმის საერთო მოცულობამ 725 220.10 ლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის ოთხ თვეში BUS LANE-ზე დაშვებული სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ჯარიმის საერთო მოცულობიდან 497,800.02 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტში შევიდა, ხოლო 746,699.96 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.

როგორც თბილისის მერიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის – ჯარიმა 100 ლარია;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები