დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, „ბალანს ექსპრესის“ პირველი ფილიალი გაიხსნა

თბილისში, „ბალანს ექსპრესის“ პირველი ფილიალი გაიხსნა

16-04-2024 11:00:00

 ჯანსაღი კვების რაციონის გამოძახების ახალი სერვისიბალანსი“, რომელიც ბაზარზე 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა და რომლის დამფუძნებლები ცნობილი შეფები ნუცა სურგულაძე და გაბრიელ მაგუბ გახლავთ, პირველ ექსპრეს ფილიალს ხსნის.

როგორც Business Insider Georgia-თანბალანსისდირექტორმა ნინა პერტენავამ განაცხადა, გაფართოების სქემის ფარგლებშიბალანსისპირველიბალანს ექსპრესითბილისში, ილია ჭავჭავაძის 22-ში გაიხსნა.

ექსპრეს ფილიალში წარმოდგენილია სააღდგომო პასკები, ნამდვილი ფრანგული კრუასანები, მაკარონები დაბალანსისის კერძები, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ჩვენს მომხმარებელს. ეს არის თან წასაღები და სწრაფი ხემსისთვის განკუთვნილი საკვები. ასევე მომხმარებელს შევთავაზებთ ფრეშებს, დეტოქს წვენებსა და უმაღლესი ხარისხის ყავას“, - განაცხადა ნინა პერტენავამ.

ამასთან სააღდგომო დღესასწაულისთვისბაზარი ორბელიანზეწარმოდგენილი იქნებაბალანსისსტენდი სადაც მხოლოდ პასკები გაიყიდება. ნინა პერტენავაბალანსისქსელის გაფართოებას არ გამორიცხავს.

საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავსბალანსს“, რომელიც მთელი თვის რაციონს ყიდულობს, თუმცა ბალანსის 1 დღის რაციონის გამოწერაცაა შესაძლებელი. მენიუ 28 დღის განმავლობაში არ მეორდება და ჩვენს მომხმარებელს კერძების გარკვეული სახეობა ძალიან შეუყვარდა და უფრო ხშირად უნდათ, რომ იყოს მათთვის ხელმისაწვდომი, ზუსტად ეს კერძებია “ბალანს ექსპრესში”. ასევე  ძალიან ბევრი  თხოვნა შემოდის, რომბალანსისმენიუ ხელმისაწვდომო იყოს ბათუმსა და ქუთაისში. ვგეგმავთ ბაზრის კვლევის ჩატარებას, ვნახავთ როგორია მოთხოვნა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ რეგიონებში ფილიალების გახსნის საკითხს. ასევე თბილისში ახალი ფილიალების გახსნაც მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული., ასევე სამომავლოდ, ვგეგმავთბალანს კაფესგახსნას, სადაც კულინარიული მასტერკლასები ჩატარდება. ჩვენი ბიზნესი საკუთარი ინვესტიციებით ვითარდება, არ განვიხილავთ ინვესტორის შემოსვლას“, - ამბობს ნინა პერტენავა.

Business Insider Georgia- კითხვაზე თუ რა არის ბიზნესის წარმატების მიზეზი, ბრენდის წარმომადგენელი ასე პასუხობს: „კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ეს საქმე ასე წარმატებული, არის ის, რომ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა. მაგალითად, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გემოვნური თუ კვებითი პრიორიტეტები: ბევრი ჩვენი მომხმარებელი არ მიირთმევს ხორცს, ზოგი კი პირიქით, ვარჯიშობს და მეტი ცილა ესაჭიროება, ზოგს დესერტის გარეშე უჭირს დიეტის დაცვა, ზოგსაც დიაბეტი აქვს და ნახშირწყლებს ერიდება. „ბალანსიყველაფერს ითვალისწინებს და ამ ინდივიდუალური მიდგომის გამო თავისი ერთგული მომხმარებლები შეიძინა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა კმაყოფილი მომხმარებლის უკუკავშირი, რომ მათ მიაღწიეს სასურველ შედეგს კომფორტულად, ყოველგვარი სტრესის გარეშე“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

უფრო მეტი დეტალი „ბალანსის“ შესახებ იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები