დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა – E – Gate ამოქმედდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა – E – Gate ამოქმედდა

09-08-2024 14:49:00

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია – ტავ ჯორჯია მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს.

ამჯერად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა – E – Gate ამოქმედდა.

ახალი სისტემა ამარტივებს და აუმჯობესებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, ჩასხდომის ბარათების ავტომატური შემოწმების საფუძველზე, რაც მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, ამცირებს რიგებს და ზრდის მგზავრის კომფორტს.

მგზავრთა ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა აეროპორტში საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ TAV Technologies- თან და ტრანსპორტირების სფეროში უმაღლესი დონის პროდუქტებითა და სერვისებით ცნობილ ფრანგულ ბრენდ Easier – თან (IER) პარტნიორობით ამოქმედდა.

TAV Technologies – თან და Easier – თან (IER) თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე დაინერგა და რამდენიმე თვეა მოქმედებს თვითრეგისტრაციის (Self-Check -in) და ავტომანქანების პარკირების ავტომატური სისტემები.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია სერვისების გაციფრულებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში ინვესტირებას მომავალშიც განაგრძობს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები