დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ შეცვალა Fitch-მა კრედო ბანკის რეიტინგი

როგორ შეცვალა Fitch-მა კრედო ბანკის რეიტინგი

11-04-2025 13:26:00

Fitch Ratings-მა Credo Bank / კრედო ბანკი-ს რეიტინგი 'B' დონეზე შეუნარჩუნა და გადახედა პერსპექტივას სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, 

გადახედვა ასახავს ბანკის ბიზნეს პროფილის მუდმივ გაძლიერებას, რაც ხაზგასმულია ფინანსური მაჩვენებლების, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მომგებიანობის მზარდი გაუმჯობესებით. როგორც Fitch Ratings-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ პოზიტიურ ტენდენციებს მხარს უჭერს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მომხმარებელთა და ინვესტორების სტაბილური ნდობა. 

რეიტინგი ასახავს ბანკის ფოკუსირებას არასტაბილურ და ძირითადად არაუზრუნველყოფილ მიკრო სესხებზე, საბითუმო დაფინანსებაზე და მხოლოდ ზომიერ გადახდისუნარიანობის მაჩვენებლებზე.

კრედო არის საშუალო ზომის ქართული ბანკი, რომელსაც 2024 წლის ბოლოს სექტორის სესხების 4%-იანი წილი აქვს. ბანკის ბიზნეს საქმიანობა ფოკუსირებულია არაუზრუნველყოფილი მიკრო და საცალო დაკრედიტებაზე. კრედომ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2017 წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად 10 წლის მუშაობის შემდეგ მიიღო.

„კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში

კრედო ბანკს სჯერა, რომ თანამშრომლებს შორის დამყარებული ყოველდღიური ურთიერთობა და ჯანსაღი სამუშაო გარემო ეხმარება სწორი, ფუნქციური გადაწყვეტილებების მიღებაში და უქმნის იმ სახეს, რომელიც ყველაზე სწორი და რეალურია არსებულ სიტუაციაში. მსგავსი გარემოს შექმნა შეუძლებელია კრედო ბანკში დანერგილი ძირითადი ფასეულობების გარეშე“, - აღნიშნულია კრედოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები