2023 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,540 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 7%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 7%-ით, 189 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
Colliers Georgia-ს მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 27%-ით შემცირდა.
ივლისში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით 191 ერთეულამდე შემცირდა.
2023 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.
2023 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში.
უახლესი