დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 29%-ით, ხოლო ბათუმის 1%-ით გაიზარდა

თბილისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 29%-ით, ხოლო ბათუმის 1%-ით გაიზარდა

03-10-2023 14:19:44

2023 წლის სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 376 909 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 18%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, 29%-იანი ზრდაა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის სექტემბერში 81 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 1%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 2%-ით აღემატება.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტოპ 5 მიმართულებაა: სტამბოლი, თელავივი, ბაქო, დუბაი, შარჯა; ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის – თელავივი, სტამბოლი, მინსკი, თეირანი და რიადი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები