Tbilisi Open Air ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,მეგობრებო, წლევანდელი ლაინაფის გამოცხადებამდე მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაცნობოთ:
სამწუხაროდ, წელს Tbilisi Open Air-ზე არ იქნება ჩვენი უსაყვარლესი EYESTAGE - ფესტივალის ღამის სცენა, რომელმაც 2018 წლიდან მოყოლებული ძალიან დიდი წვლილი შეიტანა არამხოლოდ ოფენ ეარის, არამედ, ზოგადად ელექტრონული მუსიკის სასცენო კულტურის განვითარებაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ის მსმენელი და სტუმარი, რომელიც Tbilisi Open Air-ს სწორედ აისთეიჯმა შესძინა.
ფესტივალის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა EYESTAGE-ს - განსაკუთრებით კი სცენის დამფუძნებლებს, Donadze Ketá -ს და Nika Qola-ს ფასდაუდებელი შრომისთვის და, რაც მთავარია, ჩვენი გაძლებისთვის.
---
ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის სასიამოვნო სიახლეც გვაქვს, რომელსაც ძალიან მალე გაგაცნობთ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
37 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება