დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Summer Vibes Fest - “რედისონ RED თბილისი” | პარტნიორი Coca-Cola Bottlers Georgia

Summer Vibes Fest - “რედისონ RED თბილისი” | პარტნიორი Coca-Cola Bottlers Georgia

29-06-2024 11:15:00

28 და 29 ივნისს Radisson RED-ის ულამაზეს ეზოში 2 დღიანი საზაფხულო ღონისძიება - Summer Vibes Fest გაიმართება.
ფესტივალი პარასკევს, 28 ივნისს, 19:00 საათზე გაიხსნება. სტუმრები წითელი ხალიჩიდან პირდაპირ საზაფხულო სასმელების სამოთხეში აღმოჩნდებიან.
20:00 საათზე RED სცენაზე ქართული მუსიკის ახალი აღმოჩენა - LIOwithILA გამოვა. 21:00 საათიდან კი საღამოს ელექტრონული მუსიკის გამორჩეული არტისტები: DJ Roma J და DJ Frankie გააგრძელებენ.
შაბათს, 17:00 საათიდან, ფესტივალის მეორე დღე უგემრიელესი ფურშეტითა და ბაჩო ჯიქიძისა და ესთეტი ბიჭების ბენდის ცოცხალი შესრულებით გაიხსნება. მოგვიანებით ეზო ფლამენკოს ცეცხლოვანი ცეკვითა და რიტმებით აინთება. მოეწყობა საზაფხულო დესერტების შოუ და დეგუსტაცია. 21:30-დან კი ღონისძიებას ენერგიული DJ HAVERDI გააგრძელებს.
ორივე დღეზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-სა და biletebi.ge-ს პლატფორმებზე. თითოეულ ბილეთს საჩუქრად მოჰყვება კოქტეილის ერთჯერადი ვაუჩერი და მოიცავს ფურშეტისა და დესერტების ღირებულებას.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები