დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სწრაფი, ხელმისაწვდომი — როგორ აფასებს კომპანია „ბალიშის“ დამფუძნებელი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს

სწრაფი, ხელმისაწვდომი — როგორ აფასებს კომპანია „ბალიშის“ დამფუძნებელი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს

15-07-2024 16:06:00

დიდი ხანია, რაც საქართველოს ბანკმა ბიზნესების საქმიანობაზე მორგებული ციფრული პროდუქტი — ბიზნეს მობილბანკი შექმნა, რომელიც დღითიდღე ვითარდება და მომხმარებლებს ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს. მცირე თუ დიდ კომპანიებს ბიზნეს მობილბანკი ერთ სივრცეში ყველა საჭირო საბანკო ოპერაციაზე წვდომას სთავაზობს, რაც თანამედროვე ფუნქციონალების დამსახურებაა. დღეს ბიზნეს მობილბანკიდან შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის გადარიცხვებისა და გადახდების შესრულება, ნაშთის კონტროლი, ვალუტის კონვერტაცია, ანაბრის გახსნა და ა.შ.  ბიზნეს მობილბანკს უკვე 80000-მდე კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება.

რბილი ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია ბალიში მობილბანკის მომხმარებელი ბიზნესის შექმნის დღიდან გახდა და მრავალფეროვანი შეთავაზებებითა და სერვისებით დღემდე აქტიურად სარგებლობს. ბალიშის ისტორიისა და ბიზნეს მობილბანკის უპირატესობებზე კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი, ანა გიგანი, გვესაუბრა.

“ბალიში არის რბილი ავეჯის კომპანია, რომელიც ნიშური პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნაა, რადგან ბალიშის ადგილი არის ყველგან, სადაც დღის მანძილზე განტვირთვა გჭირდებათ. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს კომპანიის გახსნის დღიდან ვიყენებთ. ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ მობილბანკს აქტიურად ვიყენებდი წლების განმავლობაში, შესაბამისად, ნაცნობი პროდუქტი იყო და ბიზნეს მობილბანკზეც მარტივად გადავერთეთ”, — ამბობს ანა გიგანი.

ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა ტრანზაქციებთანაა დაკავშირებული, რაც ბიზნეს მობილბანკის დახმარებით, უკვე მარტივი და სწრაფი პროცესია. ამასთანავე, უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან გადარიცხვები სხვადასხვა ვალუტაში შეგიძლიათ აწარმოოთ, ამ პროცესების ერთი სივრციდან განხორციელება კი, ანას შეფასებით, მობილბანკს კომფორტულ აპლიკაციად აქცევს.

“ბიზნეს მობილბანკთან ადაპტაცია თავიდანვე სწრაფად და მარტივად მოხდა. განცხადების შეტანიდან რამდენიმე წუთში გვქონდა წვდომა ბიზნეს მობილბანკზე, ბიზნეს ბარათი კი რამდენიმე სამუშაო დღეში დაგვიმზადეს.  ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დროული გადარიცხვები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამიტომ ბიზნეს პროცესების ერთი აპლიკაციიდან მართვა ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია”, — დასძინა ანამ.

ბიზნეს საქმიანობის გასამარტივებლად ბიზნეს მობილბანკიდან ბიზნეს ბარათის შეკვეთა შეგიძლიათ, რომელიც დაგეხმარებათ, ფინანსები ოპერატიულად მართოთ და ანგარიშსწორებაც უფრო ეფექტურად განახორციელოთ.  ბიზნეს ბარათით გადახდა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. ამასთანავე, ბანკომატიდან თანხის განაღდების ყოველდღიური ლიმიტი 15000 ლარამდეა, ხოლო ონლაინგადახდების დღიური ლიმიტი 30 000 ლარია. ანა გიგანმა ბიზნეს ბარათი უკვე შეუკვეთა და თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

“დღევანდელ სამყაროში ბიზნესის არსებობა ბიზნეს ბარათის გარეშე წარმოუდგენელია. ბიზნეს ბარათით სარგებლობისას თანხის განაღდების და ტრანზაქციების დღიური ლიმიტები განსაკუთრებით მოსახერხებელია. ბიზნეს ბარათის გამოყენების შემდეგ ბიზნესის მართვის პროცესი გახდა უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი. ბიზნესის მთავარი ამოცანა მაინც ფინანსური სიზუსტეა, მობილბანკში განხორციელებულ ტრანზაქციებს კი მარტივად და სრული სიზუსტით ვაკონტროლებთ. ბიზნეს მობილბანკი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, შესაბამისად, სამომავლოდაც აქტიურად გამოვიყენებთ”, — აღნიშნა ანამ.

ბიზნეს ბარათის გახნა ამ ბმულზე შეგიძლიათ. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, აპლიკაციაში დარეგისტრირებასა და მის გადმოწერას ამ ბმულის დახმარებით შეძლებთ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები