დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე 

სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე 

12-02-2025 17:43:00

სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

პრემიერის თქმით, კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირება არის ხელისუფლების ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა.

„რაც შეეხება კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არამარტო მისაუბრია, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის თებერვლიდან დღემდე. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, კონკრეტული ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ შემცირებულიყო ქვეყანაში კორუფციის დონე და კორუფციასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. სადაც არის პოლიტიკური ნება, იქ შედეგი არის მიღწევადი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი", - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები