განახლებული პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა 3.0%-ით გაიზრდება 2023 წელს და 2.9%-ით 2024 წელს, რაც 2022 წელს დაფიქსირებული 3.5%-იანი ზრდის შემდეგ მნიშვნელოვანი შენელებაა.
ეს შენელება ნაწილობრივ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანი ინფლაციის მოთოკვაა.
ამასთან, სავალუტო ფონდი პროგნოზირებს მსოფლიო საშუალო წლიური ინფლაციის 6.9%-მდე შემცირებას 2023 წელს (8.7% იყო 2022 წელს), ხოლო 5.8%-მდე 2024 წელს.
სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონემდე დაბრუნება უმეტეს შემთხვევაში 2025 წლამდე არ არის მოსალოდნელი.
საქართველოს ეკონომიკა სავალუტო ფონდის პროგნოზით გაიზრდება 6.2%- ით 2023 წელს და 4.8%-ით 2024 წელს.
უახლესი