დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური გამოფენა ექსპო ჯორჯიაში | რა  სიახლეები დაგხვდებათ 17-19 ნოემბერს

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური გამოფენა ექსპო ჯორჯიაში | რა სიახლეები დაგხვდებათ 17-19 ნოემბერს

14-11-2023 18:06:38

მიმდინარე წლის, 17-19 ნოემბერს, გამოფენების ცენტრში „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 21 საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023  გაიხსნება.

გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით ტარდება.გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, USAID სოფლის მეურნეობის პროგრამა და ალდაგი.

მიმდინარე წელს, გამოფენაში 6 ქვეყნის 70-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობს.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023  „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა  და მის მიმდებარე  გარე სივრცეში ტარდება.   

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდებიდა სხვა წელს გამოფენაზე დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი  კვების მრეწველობის პროდუქცია.

ჩვენი მიზანია, მონწილე კომპანიებს ხელი შევუწყოთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პარტნიორების პოვნაში და ახალი ბაზრების ათვისებაში, ამის ფარგლებში წელს პირველად USAID სოფლის მეურნეობის განვითარების  პროგრამის და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მხარდაჭერით გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები გალფის ქვეყნებიდან და ყაზახეთიდან. ეს საპილოტე პროგრამაა და ჩვენც გვინდა შევაფასოთ როგორც ქართული წარმოების   მზაობა ისე ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივა, ამის მიხედვით ვფიქრობთ ამ მიმართულების კიდევ უფრო  განვითარებას მომავალი წლისთვის. 

გამოფენზე Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 დასწრება  17-19 ნოემბერს, 11:00-18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. გამოფენის პარალელურად, სამი დღის განმავლობაში,  „ექსპოჯორჯია“  სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს:

17-18 ნოემბერს ექსპოჯორჯიაში გამოფენის პარალელურად აგრობაზარი გაიმართება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინონ ქართული ავთენტური პროდუქცია  - რძის ნაწარმი, თაფლი, მურაბა, აჯიკა, ჩაი და სხვა.

აგრობაზარი იმართება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება : ექსპოჯორჯიაში 17 ნოემბერს 12:00-საათზე, 12:30 ზე  შეძლებთ შეხვედეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც ისაუბრებს სახელმწიფოს მხარდამჭერ პროექტებზე. 

BOG-ის წარმოადგენელს რომელიც გაგცაცნობს  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ინდუსტრიისთვის.

გამოფენის მედია მხარდამჭერები არიან: ipn, Business Insider Geoprgia და გემრიელია

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები