მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 9%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ მსოფლიო ბანკის განახლებულ ანგარიშში ,,გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები" ვკითხულობთ.
აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 7.5 პროცენტით იყო განსაზღვრული.
იანვრის განახლებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით, ხოლო 2026 წელს 5.0%-ით გაიზრდება.
რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ჭრილში შემდეგია:
საქართველო - 9%-იანი ზრდა
სომხეთი - 5.5%-იანი ზრდა
აზერბაიჯანი - 4.0%-იანი ზრდა
თურქეთი - 3.2%-იანი ზრდა
უკრაინა - 3.2%-იანი ზრდა
რუსეთის ფედერაცია - 3.4%-იანი ზრდა
,,სამხრეთ კავკასიაში ზრდა მოსალოდნელია შესუსტდეს 3,9 პროცენტამდე 2025 წელს და 3,4 პროცენტამდე 2026 წელს. აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვება სავარაუდოდ შემცირდება. მოსალოდნელია, რომ სომხეთსა და საქართველოში ზრდა პოტენციურ ტემპებთან დაახლოვდეს, როდესაც ნორმალიზდება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეექსპორტი, ვიზიტორების შემოდინებადა რეალური ხელფასის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო ზრდას 2024 წელს", – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება.
,,გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ კრიტიკულ რისკს წარმოადგენს. უკრაინაში შეჭრა რჩება მნიშვნელოვან ფაქტორად რეგიონული პერსპექტივის ფორმირებაში", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
უახლესი
11 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს