დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სილქ ჰოსფითალითიმ“ სტუმარმარ-სპინძლობის სფეროს პირველ ქართულ ლოიალობის აპლიკაცია წარადგინა

„სილქ ჰოსფითალითიმ“ სტუმარმარ-სპინძლობის სფეროს პირველ ქართულ ლოიალობის აპლიკაცია წარადგინა

22-01-2024 19:00:00

„სილქ ჰოსფითალითიმ“ ლოიალობის აპლიკაცია Silk Rewards-ი წარადგინა, რომელიც ამავე ბრენდში შემავალ ობიექტებში გამოიყენება. მათ შორისაა თბილისში, წინანდალსა და ბათუმში მდებარე „რადისონის“ ქსელის სასტუმროები, კაფე-რესტორნები, კლუბი და საცურაო აუზი.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple Store-ში, ისე Play Store-ში და  რეგისტრაციისთვის მინიმალური ინფორმაციაა საჭირო, ქულების დაგროვება და დახარჯვა კი სილქ ჰოსფითალითის ობიექტებში სტუმრობის შემდეგაა შესაძლებელი.

ქულების დაგროვება მარტივია: აპლიკაციაში დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს ენიჭება უნიკალური QR კოდი. საჭიროა QR კოდის წარდგენა Silk Hospitality-ის ობიექტებში გადახდისას, რის შემდეგაც დახარჯული თანხის 5% ან მეტი აპლიკაციაში ქულების სახით ბრუნდება.

დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია ჩვენივე ობიექტებში გადახდისას ან აპლიკაციიდან შეთავაზებების შეძენისას. მარტივად 1 ქულა = 1 ლარს .

აღსანიშნავია, რომ გარდა ქულების დაგროვებისა, აპლიკაციაში რეგისტრირებულ მომხარებლებს ექნებათ წვდომა საუკეთესო შეთავაზებებზე, მიმდინარე სიახლეებსა და სპეციალურ ფასებზე სასტუმროებში. ასევე, შეუძლიათ სტუმრობამდე დეტალურად დაათვალიერონ ობიექტები, გაეცნონ ფასებს, მენიუს, სამუშაო საათებს და სხვა დეტალებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლების გამოცდილება და უკუკავშირი, ამაზე დაყრდნობით აპლიკაცია დროთა განმავლობაში განახლდება, დაემატება მეტი ბენეფიტი მომხმარებლებისთვის, ახალი კამპანიები და სხვა საინტერესო შეთავაზებები. ასევე, ვგეგმავთ სხვადასხვა კომპანიებთან პარტნიორობას, რასაც ეტაპობრივად გავაზიარებთ.

დღეს, გარდა ახალი მომხმარებლების მოზიდვისა, ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნო უკვე არსებული, გაზარდო მათი სტუმრობის სიხშირე და კმაყოფილება, რისთვისაც აუცილებელია სტუმარმა იგრძნოს კავშირი ბრენდთან და მიიღოს მისგან მეტი სარგებელი, სწორედ ეს იყო აპლიკაციის შექმნის მიზანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ Silk Rewards პირველი ქართული აპლიკაციაა სტუმარმასპინძლობის სფეროში. დიდი გამოწვევაა, მიიღო ჯავშნები საკუთარი პლატფორმიდან, ამისთვის აპლიკაცია ერთ-ერთი მარტივი ხერხია და ვფიქრობთ, რომ Silk Rewards ამ მიმართულებით ძალიან დაგვეხმარება“, - აღნიშნავს Silk Hospitality-ში ლოიალობის პროგრამის მენეჯერი ნინი გობრონიძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები