დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შვეიცარიულმა აგრარულმა სკოლა „კავკასიამ“ ნატურალური კარაქის წარმოება დაიწყო

შვეიცარიულმა აგრარულმა სკოლა „კავკასიამ“ ნატურალური კარაქის წარმოება დაიწყო

30-06-2023 09:00:35

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ რძის პროდუქტების ასორტიმენტს აფართოებს. დაახლოებით ორ კვირაში გაყიდვებს ქართული კარაქი დაემატება, რომელიც 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტია. ამის შესახებ Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.

„კავკასიის" კარაქი გაყიდვაშია ივლისის შუა რიცხვებიდან ჩაეშვება. პროდუქტი წარმოდგენილი იქნება ყველა იმ ობიექტში, სადაც ჩვენი სხვა პროდუქცია იყიდება. აღსანიშნავია, რომ დანამატების გარეშე კარაქი ქართულ ბაზარზე იშვიათობაა. ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ასე ქარხნულად დამზადებულ ქართული კარაქს შესთავაზებს მომხმარებელს.

ხარისხი ნამდვილად გამოგვარჩევს, ამ მხრივ ,,კავკასიის" ყველა პროდუქტი ამ მხრივ უნიკალურია. რაც შეეხება კარაქის ფასს, წინასწარ ვერ დავაკონკრეტებ, ვიტყვი, რომ იმპორტულთან შედარებით, განსხვავებული ხარისხის და 100%-ით ნატურალურია. ვაწარმოებთ იმდენს, რის შესაძლებლობასაც რძის წარმოება მოგვცემს“, - აღნიშნა თინათინ მახარაძემ.

ცნობისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. სკოლის ბაზაზევე იწარმოება შვეიცარიული ტექნოლოგიით 5 დასახელების ყველი, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა. პროექტს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და ,,მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები