შვედურმა კომპანია Essity-მ, რომელიც ფლობს ბრენდებს Libero, Libresse და Zewa, საბოლოოდ დატოვა რუსეთის ბაზარი და თავისი ბიზნესი რუსეთში 1,2 მილიარდ შვედურ კრონად (დაახლოებით $117 მილიონი) გაყიდა, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
„რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით რუსეთის დატოვებაზე. დღეს ჩვენ დავასრულეთ ჩვენი ბიზნესის გაყიდვა ხანგრძლივი და რთული პროცესის შემდეგ“, - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა მაგნუს გროთმა.
როგორც აღინიშნა, Essity-ის რუსული აქტივები შპს New Technologies-მა იყიდა, რომლის მთავარი მფლობელი იგორ შილოვია.
Essity-მ, რომელიც ფლობს 70-მდე ბრენდს, გამოაცხადა რუსეთიდან გასვლის შესახებ 2022 წლის აპრილში „საქმიანი პირობების გაუარესების“ გამო.
2023 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსული აქტივების გაყიდვის შესახებ: Essity ფლობდა სამ ქარხანას, ხოლო 1300 ადამიანი მუშაობდა კომპანიის რუსულ განყოფილებაში.
ამასთან, Essity-მ აღნიშნა, რომ 2022 წელს რუსული ბიზნესის წმინდა შემოსავალი კომპანიის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 2%-ს შეადგენდა.
უახლესი
37 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა