დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შუმის“ ღვინოების საექსპორტო არეალს ტაილანდიც დაემატა

„შუმის“ ღვინოების საექსპორტო არეალს ტაილანდიც დაემატა

08-08-2023 11:00:55

„შუმის“ ღვინო ექსპორტზე ტაილანდში გავიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი კაკო ცოფურაშვილი Business Insider  Georgia- თან ამბობს, „შუმი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომლის ღვინოც ექსპორტზე ტაილანდშია წარმოდგენილი. 

მისი შეფასებით, ტაილანდი საინტერესო ბაზარია, სადაც ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია ეს ბაზარი მაღალ დონეზე იქნას ათვისებული.

„საქართველოში პირველები ვართ, ვინც ღვინის ექსპორტი ტაილანდში განახორციელა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ბაზარია. დიდი ინტერესი შეიმჩნევა, და იმედი გვაქვს, გაამართლებს. ჯერ მცირე პარტიას ვაგზავნით, მაგრამ მზად ვართ, რომ სტაბილური მიწოდება დავიწყოთ. ცხადია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ახალი ბაზრების ძიება და ათვისება. რაც მეტი იქნება დივერსიფიკაცია, მით უკეთესი ქართული მეღვინეობისთვის. სწორედ ასეთი საინტერესო ბაზრები გვჭირდება“, - აცხადებს კაკო ცოფურაშვილი.

„შუმის“ ღვინოები ამ ეტაპზე 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ქართული ბრენდი მაღალ სეგმენტშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, როგორც ,,შუმის დამფუძნებელი ამბობს, მეტი სეგმენტის მოცვას ცდილობენ, შესაბამისად, წელს კომპანიის  საერთო გაყიდვების 10-15%-ს ადგილობრივი გაყიდვები დაიკავებს. 
ღვინის კომპანია „შუმის“  საქმიანობა 1997 წელს, ვენახების გაშენებით დაიწყო. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო და იმავე წელს კომპანიამ  პირველი მოსავალი მიიღო. 

მას შემდეგ, რაც კომპანიამ საკუთარ ტერიტორიაზე დააარსა ქართული ეთნოგრაფიული პავილიონი, ის ვიზიტორებისთვის ქართულ საოჯახო მეურნეობასა და მეღვინეობის ტრადიციებთან დაახლოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდა, რამაც დასაბამი მისცა ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

„მეღვინეობა შუმის“ კიდევ ერთი ტრიუმფალური გამარჯვება  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსში International Wine Challenge 2023, სადაც კომპანიის ღვინოებმა 8 ჯილდო მოიპოვეს.

მათ შორის ღვინო “Bio Saperavi Iberiuli 2020”დაჯილდოვდა ოქროს მედლით ტროფით და საუკეთესო წითელი ღვინის წოდებით - Georgian Red Trophy.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები