შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს ბეატე ანდრეეს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. საუბარი შეეხო შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მხარეებმა განიხილეს ის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც, რაც დასაქმებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს. ასევე დადებიტად შეფასდა ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და აღსრულების მექანიზმები. განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა რეგიონულ ჭრილში მოწინავე ადგილს იკავებს.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.
შეხვედრას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ბუბუტეიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭედლიშვილი და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი შორენა ყუბანეიშვილი ესწრებოდნენ.
უახლესი
11 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი