იმ სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ვისთვისაც განათლება პრიორიტეტია, საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნილი განათლებისშესაძლებლობა - ეს ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები
ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ფინანსური ინსტიტუტისაქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტსა და გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივები მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, შესაძლებლობას აძლევს სასურველი მიმართულებით მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ანნაწილობრივი დაფინანსება.
სტიპენდიის მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვსმაღალი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი.
ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 165-ზე მეტი სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებადაიწყო. შეავსეთ განაცხადი ბმულზე.
გახდით საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და მიიღეთ სწავლის სრული ან ნაწილობრივიდაფინანსება.
UniGrant სტუდენტებისთვის
სტუდენტების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი და MAC Georgia ერთობლივ პროექტს - „UniGrant სტუდენტებისთვის“ ახორციელებენ. ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონსწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საარსებო ხარჯებისთვის, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.
სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში
საქართველოს ბანკი CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამებისფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ სამაგისტრო საფეხურზესრული დაფინანსებით.
CHEVENING: საქართველოს ბანკი 2013 წლიდან უჭერს მხარს CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამას. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდიბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრებისხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოსბანკის 31 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის ზაფხულიდან განახლდება.
Fulbright: საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს, რომელსაც აშშ-ს წამყვანუნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის და ცხოვრების ხარჯებს სრულადუფინანსებს. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ბანკის 15 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში: საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის(MASE) ინიციატივით 2019 წელს შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია შესაძლებლობასაძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ ბერლინში, Miami Ad School Europe-ში ერთწლიან ჰიბრიდულპროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით.
აღსანიშნავია, რომ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებსაც უფინანსებს.
ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ბანკმა და MASE-მ უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდანგანახლდება.
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.
უახლესი