დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შემოდგომის სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონებშია მოთხოვნა საცხენოსნო ტურებზე - Horsetours-ის თანადამფუძნებლის შეფასება

შემოდგომის სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონებშია მოთხოვნა საცხენოსნო ტურებზე - Horsetours-ის თანადამფუძნებლის შეფასება

10-10-2024 15:00:00

საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა სეზონურია და შემოდგომაზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა არის რამდენიმე მიმართულება, სადაც მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ლაშა გაგოიძემ განუცხადა.

 „რაც შეეხება მოთხოვნას, ჯერ კიდევ ნარჩუნდება 2-3 დღიან ტურებზე ლაგოდეხსა და პანკისში. თუშეთის მიმართულებით, სეზონურობიდან გამომდინარე უკვე დასრულებულია ტურები თუმცა შემოდგომის სეზონზე ემატება ვაშლოვანის ეროვნული პარკი. ეს არის მიმართულება, რომელიც მრავალდღიან ტურებს დაემატება“, - ამბობს პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელი.

 როგორც ლაშა გაგოიძე ამბობს, მიმდინარე წელს და შემოდგომის სეზონზე, საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გაზრდილია ადგილობრივ ბაზარზე.

„თუ ადრე 95%-ს უცხოელები შეადგენდნენ, ახლა  ეს მაჩვენებელი შეიცვალა და 70%-30%-თან ბალანსი მივიღეთ. სასიხარულოა, რომ უკვე ქართველი მომხმარებლებიც ინტერესდებიან მრავალდღიანი საცხენოსნო ტურებით“, - აღნიშნა Horsetours-ის თანადამფუძნებელმა.

რაც შეეხება ფასებს, შემოდგომის სეზონზე, ვინაიდან ზოგიერთ მიმართულებებზე მოთხოვნა სრულდება, საცხენოსნო ტურების პლატფორმა მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს.

„ფასდაკლებები მოქმედებს სამუშაო დღეებში, რადგან შაბათ-კვირა ყველა მიმართულებაზე უფრო დატვირთულია. თუ ვინმე „ფიტ-პასით“ სარგებლობს და პლუს ბარათი ან სოლო სტატუსი აქვს, ზოგიერთ ტურზე ფასდაკლებებით სარგებლობა შეუძლიათ. ცხენტურებზე ფასები იწყება 50 ლარიდან და 2 000 ლარამდე მერყეობს 2-3 დღიან ტურებზე“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ამ დროისთვის საცხენოსნო ტურები დასრულებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თუშეთსა და ხევსურეთში, ასევე რეგიონებს შორის დამაკავშირებელ უღელტეხილებზე გადასასვლელ ბილიკებზე.

„მოთხოვნა რჩება და ყოველთვის იყო ყაზბეგის მიმართულებით. სადაც მთელი ზამთრის განმავლობაში იქნება თრუსოში, გერგეთის სამებასთან. ასევე ბორჯომში, რომელიც ყველა სეზონზე ხელმისაწვდომია, ხოლო ოქტომბრის სეზონზე გაიხსნება ვაშლოვანის ნაკრძალის სეზონი. მეცხენეები ვიბრირებენ ამ მიმართულებით“, -   ამბობს ლაშა გაგოიძე.

Horsetours-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიის განვითარებაში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 ათასი ლარია. პლატფორმაზე მუდმივად დასაქმებულია 5 ადამიანი, ხოლო საცხენოსნო ტურების ფარგლებში 50-ზე მეტი თანამშრომელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები