დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სელფის“ მომხმარებლები Vodafone-ს ცნობილი ლოიალობის პროგრამით სარგებლობას შეძლებენ -  „სელფი მობაილის“ კომერციული დირექტორი

„სელფის“ მომხმარებლები Vodafone-ს ცნობილი ლოიალობის პროგრამით სარგებლობას შეძლებენ - „სელფი მობაილის“ კომერციული დირექტორი

23-01-2025 14:57:00

სელფის მომხმარებლები Vodafone-ს ცნობილი ლოიალობის პროგრამით სარგებლობას შეძლებენ, რომლის ადაპტაციაც  საქართველოს ბაზრისთვის უკვე მოხდა, ამის შესახებ კომპანია „სელფი მობაილის“ კომერციულმა დირექტორმა მარიამ კოპაძემ განაცხადა. მისი თქმით, Vodafone Group-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდების მიმართულებითაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გაფორმდა „სელფი მობაილსა“ და Vodafone Group-ს შორის, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ყველა მომხმარებლისათვის, რადგანაც მომხმარებლები მიიღებენ გაუმჯობესებულ მომსახურებებს და ბევრ ინოვაციურ პროდუქტს, რომელსაც შემდგომ ადაპტაციას გავუკეთებთ Vodafone-ს მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე. დღეს უკვე ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ Vodafone-ს ცნობილი ლოიალობის პროგრამით, რომლის ადაპტაციაც მოხდა საქართველოს ბაზრისთვის და რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ექსკლუზიური შეთავაზებებით და ბენეფიტებით ყველაზე ცნობილ და საყვარელ ბრენდებთან, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა მარიამ კოპაძემ.

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება ევროპის წამყვან ტელეკომ კომპანიასთან Vodafone Group.

Vodafone-სა და სელფი მობაილს შორის შეთანხმდა არაბრენდირებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც Vodafone მხარდაჭერას უწევს სელფი მობაილს გაციფრულებაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაში, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში. Vodafone სელფი მობაილს ასევე უზიარებს სერვისის გამოცდილებას და საკუთარ პროდუქტებსა და მომსახურებებზე აძლევს წვდომას.

ხსენებული თანამშრომლობის ფარგლებში პირველი პროდუქტი სელფი მობაილის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ეს არის Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროგრამა, რაც სიახლეა საქართველოს ტელეკომ ბაზრისთვის. Vodafone -ის ლოიალობის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც კომპანია ოპერირებს. პარტნიორი ბაზრებიდან სელფი მობაილი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პროგრამის ადგილობრივად ადაპტაცია განახორციელა.

ლოიალობის პროგრამის ბენეფიტები მოიცავს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს, რომლებიც ვრცედლება Vodafone -ის პროგრამაში შემავალ გლობალურ პარტნიორებზეც, მათ შორის ბევრისთვის საყვარელ და ნაცნობ ბრენდებზე, მაგალითად: Wolt, FiiT, SixT, Surfshark, Tickitto, Trip.com, HotelPlanner.

ლოიალობის პროგრამით სარგებლობა უმარტივესია - სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება: შეთავაზებები საკვებ ობიექტებში, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის პოპულარულ აპლიკაციებზე, აქციები საუკეთესო ბრენდებზე, გასართობი ღონისძიებების ბილეთები, სამოგზაურო შეთავაზებები  და მრავალი სხვა. ლოიალობის პროგრამას ბენეფიტები და ობიექტების ჩამონათვალი მუდმივად განახლებადია.

Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს. მობილური სერვისის თვალსაზრისით, Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა. Vodafone ემსხურება კორპორატიულ კლიენტებსაც, ჯამში 4.8 მლნ კომპანიას. უშუალოდ Vodafone Partner Markets-ის მიმართულებით, ჯგუფი თანამშრომლობს ადგილობრივ ოპერატორებთან 45 სხვადასხვა ქვეყანაში.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები