კომპანიაში მიმდინარეობს ცვლილებები გაციფრულების მიმართულებით, - ამის შესახებ შესახებ Business Insider Georgia-ს ბრენდირებული უნიფორმებისა და პრომო აქსესუარების მწარმოებელი კომპანია ARTE-ს დამფუძნებელმა ნინო გიგინეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აქტიურად ინერგება CRM სისტემები.
„კომპანიაში მიმდინარეობს ცვლილებები გაციფრულების მიმართულებით, რაც მოიცავს CRM სისტემების დანერგვას, რათა უფრო მარტივად, სწრაფად მოხდეს შეკვეთის ორგანიზება და მომხმარებელთან კომუნიკაციის ნაწილი იყოს უფრო სისტემატიზებული. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე ამ ყველაფერს დავასრულებთ. რაც შეეხება ვებ-გვერდს, მისი განახლებაც მოხდება. საიტზე სრულად განთავსდება ჩვენი პროდუქცია და პირველადი საკომუნიკაციო წყარო იქნება მომხმარებელთან, რომ ფასებთან დაკავშირებით ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია. ქსოვილების შემოტანა გვაქვს დაწყებული და იმპორტირებული ქსოვილებით ვახდენთ დიდი პროექტების დამზადებას. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი დანადგარების დამატებასთან დაკავშირებით“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ნინო გიგინეიშვილის თქმით, კომპანიის პროდუქციისადმი ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. „არტეს“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ხარისხია.
„მოთხოვნა პროდუქციისადმი საკმაოდ გაზრდილი გაორმაგებული და გასამმაგებულია. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი, მომსახურება და მომხმარებლისადმი ლოიალური დამოკიდებულებაა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი.
„არტე“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას, რაც მეტი მუშახელის დასაქმებას, იმპორტის ზრდასა და ახალი დანადგარების დამატებას განაპირობებს.
„გაციფრულების შემდეგ, მოხდება შიდა პროცესების უფრო სწრაფი ოპტიმიზაცია. ამის შემდეგ ვფიქრობთ გაფართოებაზე. ამ კუთხით, მოლაპარაკებები დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება იმაზე რომ უფრო მეტ მუშა ხელს დავასაქმებთ კომპანიაში, იმპორტსაც გავზრდით და დანადგარებსაც დავამატებთ, რაც ავტომატურად დაკავშირებულია კადრების ზრდასთან. ამ ყველაფრის პარალელურად, შიდა გადამზადება ხდება კადრების და ასორტიმენტსაც ვზრდით. ასევე ვფიქრობთ მზა პროდუქციის შემოტანას, რაც ბრენდირებისა და მიწოდების საკითხებს მეტად ოპერატიულს გახდის “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი.
ცნობისთვის, ”არტე”-ს საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით. ‘’არტე’’-ს პროდუქცია იწარმოება საქართველოში და მთლიანი მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც მოიცავს სამკერვალოს და ბრენდირებისთვის განკუთვნილ დანადგარებს.
უახლესი
3 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა4 საათის წინ
Arte გაფართოებას გეგმავს