დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ახალი ქართული ჩიფსი „ლუდისა“ გამოჩნდა

ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ახალი ქართული ჩიფსი „ლუდისა“ გამოჩნდა

13-03-2025 18:00:00

ქართულ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ჩიფსი გამოჩნდა. ლუდისა • Ludisa - ასე ჰქვია საქართველოში წარმოებულ ჩიფსს, რომელიც გაიყიდება ყველგან სადაც ლუდია. ბრენდის შემქმნელებს საკმაოდ დიდი გეგმები აქვთ და მოლოდინიც, რომ პროექტი წარმატებული იქნება, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა. 

როგორც Business Insider Georgia-სთან „ლუდისას“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა, ლუდისას შეტანა სარეალიზაციო ქსელში რამდენიმე დღის უკან დაიწყო. 

„ლუდისას ბრენდით ჩიფსის სარეალიზაციო ქსელში შეტანა, რამდენიმე დღეა დავიწყეთ. პრიორიტეტულად, ლუდისა გაიყიდება სპეციალიზებულ ლუდის ობიექტებში, სადაც ხდება ჩამოსასხმელი ლუდის გაყიდვა. ლუდისა, ასევე წარმოდგენილი იქნება ლუდის მაღაზიებში და პრემიულ ქსელებში, სადაც უფრო საშუალო და მაღალშემოსავლიანი მომხმარებელი დადის“, - ამბობს „ლუდისას“ კომერციული დირექტორი.

ამ ეტაპზე ლუდისა ბაზარზე წარმოდგენილია სამი სახეობით: მარილიანი, პომიდვრის სალსა, რომელიც ახალი გემოა ქართული ბაზრისთვის და ასევე, ხახვისა და არაჟნის არომატით.

„პირველი გამოხმაურება, ანუ უკუკავშირი რაც გვქონდა მომხმარებლისგან ძალიან პოზიტიურია. მოსწონთ ჩიფსის ფორმა, ხარისხი, გემო. ლუდისას შეფუთვაც ისეთ სტილშია გაკეთებული, რომ მაქსიმალურად ხაზს უსვამს მის პრემიალურობას და ასევე ქართულობას. ანუ შეფუთვაზე დატანილია დროშაც. ლუდისა არის ის პროდუქტი, რომელიც მიბმულია ლუდის მოხმარებაზე. ჩვენი სლოგანიც არის „იქ სადაც ლუდია“, - აცხადებს ირაკლი ქურდაძე.

ლუდისა აქტიურად გეგმავს შესაბამისი ქსელური მარკეტების ათვისებასაც და ამ თემაზე მოლაპარაკებებს უკვე აქტიურად აწარმოებს.

„მოგეხსენებათ, რომ ქსელურ მარკეტებთან მოლაპარაკებებს გარკვეული დრო მიაქვს. თუმცა ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1-2 თვის პერიოდი ლუდისა თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში გამოჩნდება“, - აცხადებს ირაკლი ქურდაძე.


 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები