საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის განვითარებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია „მეტროპოლმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დაასრულა.
პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ დოლარია.
„მეტროპოლ ბაგები“ ბაგებში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს, 2,500 კვ.მ ფართობ ტერიტორიაზე, 14 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია. ის ჯამში 96 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტი სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.
„დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ოთხ პროექტს ახორციელებს. „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა 2024 წელს დასრულდა. ამჯერად, თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის ,,მეტროპოლ ორთაჭალას”, და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ბათუმში „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც პანორამული ხედებით ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. ჩვენ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია კი 1 050 000 000 ლარს შეადგენს. დღეის მონაცემებით, კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს. ჩვენი ყველა პროექტი, მათ შორის „მეტროპოლ ბაგები“ სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით იგეგმება და უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალებით ხორციელდება. საქართველოს ბანკთან ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ, და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, რადგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, მაღალ პროფესიულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებას ვიღებთ“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა, ,,მეტროპოლის” გენერალური დირექტორის მოადგილემ.
“საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია. კომპანია მეტროპოლთან ერთად არაერთი პროექტი განგვიხორციელებია და კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას, ამჯერად ჩვენთან თანამშრომლობით, ბაგებში, საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 800 000 დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას მოხმარდა. ისევე როგორც „მეტროპოლის“ სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. პროექტი განხორციელდა უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რომელიც ერთის მხრივ ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის დანახარჯებს. კომპანია სამომავლოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია რომ ძლიერი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა4 საათის წინ
Arte გაფართოებას გეგმავს