2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.14 და 2.47 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.2 პროცენტით.
უახლესი
11 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად