სებ-ის მიერ საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს განთავსებაზე სსფ-სთან შეთანხმებული იყო. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოიქცა, როგორც სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები იქცევიან და შესაბამისად სსფ-საც სხვაგვარი შეფასება ვერ ექნებოდა.
„სებ-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჰქონდა კომუნიკაცია სსფ-სთან, მათთან გაჟღერდა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. მათი მხრიდან პასუხი ვერ იქნებოდა სხვაგვარი, რადგანაც საქართველო არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. მან ისევე, როგორც სხვა ცენტრალურმა ბანკებმა მიმდინარე ვითარებიდან მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება.
Business Insider Georgia-ამ საკითხის შეფასება საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას (IMF) სთხოვა.
გამოცემის კითხვას, როგორ აფასებს IMF საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატებას და როგორია გლობალური ტენდენცია? IMF -ის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუველმა უპასუხა.
„საკმაოდ ხშირია როდესაც ცენტრალური ბანკები თავიანთი საერთაშორისო რეზერვების ნაწილს ოქროში ანთავსებენ, ოთხ ათწლეულიანი დაღმასვლისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ცენტრალური ბანკის ოქროს მარაგები გაიზარდა, ამ თვალსაზრისით საქართველოს ეროვნული ბანკიც არ არის გამონაკლისი.
ოქრო წარმოადგენს ცენტრალური ბანკის რეზერვების მმართველებისთვის უსაფრთხო მექანიზმს ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდებში“, - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო5 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი