დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი ცოდნის გაზიარების სტრუქტურირებულ, ორგანიზებულ პლატფორმას შექმნის

სებ-ი ცოდნის გაზიარების სტრუქტურირებულ, ორგანიზებულ პლატფორმას შექმნის

24-01-2024 12:02:00

მოხარულები ვართ, რომ საგანმანათლებლო სივრცის შექმნის შესახებ ეროვნული ბანკის ინიციატივა ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს გავუზიარეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სსფ-ის მისიის წარმომადგენელთან საქართველოში, ენდრიუ ჯუველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკსა შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვასა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის გზების დასახვას. ამასთან, ხაზი გაესვა ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მნიშვნელობას. 

"მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკში თავმოყრილია უნიკალური ინტელექტუალური კაპიტალი და პროფესიული გამოცდილება. ამ ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის საფინანსო სექტორს, სხვა უწყებებს. ეროვნული ბანკის მიდგომების გაზიარება და დანერგვა ასევე ძალიან მოთხოვნადია ცენტრალური ევროპის თუ რეგიონის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში, შესაბამისად, ვფიქრობთ, მომწიფდა დრო იმისთვის, რომ ცოდნის გაზიარების სტრუქტურირებული, ორგანიზებული პლატფორმის შექმნაზე გვეფიქრა. სებ-ის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს საგანმანათლებლო სივრცის შექმნას, რომლის მიზანიც იქნება შექმნას პლატფორმა უწყვეტი სწავლისა და ინოვაციებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, ფინანსური განათლება სებ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეროვნული ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ფინანსური განათლების მიმართულებით ახალ პროექტებზე მუშაობას. 

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების მიმართ.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები