დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზღვაო პორტებიდან უკვე 31%-ითაა გაზრდილი ევროპულ ქვეყნებთან პირდაპირი მიმოსვლის სიხშირე - გურამ გურამიშვილი

საზღვაო პორტებიდან უკვე 31%-ითაა გაზრდილი ევროპულ ქვეყნებთან პირდაპირი მიმოსვლის სიხშირე - გურამ გურამიშვილი

19-07-2024 12:15:00

საზღვაო პორტებიდან უკვე 31%-ითაა გაზრდილი  ევროპულ ქვეყნებთან პირდაპირი მიმოსვლის სიხშირე, -ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა აღნიშნა.

„ეს ხორციელდება პერმანენტულად და გეტყვით, რომ საკმაოდ წარმატებულადაც. იმიტომ, რომ რეალურად შუა დერეფანი ჩამოყალიბდა და პროდუქტი შუა დერეფნის სახით შევთავაზეთ გარესამყაროს ტრანსკასპიური მარშრუტის საფუძველზე, რომელიც 2015 წელს დაიწყო საქართველოს რკინიგზის, აზერბაიჯანის რკინიგზის და ყაზახეთის რკინიგზის ინიციატივის საფუძველზე და დღეს უკვე შემდგარი პროდუქტია და წელიწადში რამდენიმეჯერ სარკინიგზო ადმინისტრაციები იკრიბებიან და ადგენენ შეთანხმებულ ტარიფებს, რომელიც არის ოპტიმალური და კონკურენტული. გარდა დროში პროგრესისა, რომელიც ამ დერეფანმა განიცადა და უფრო მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზა, ასევე დაბალანსდა ტარიფები და შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფაქტორს შია დერეფანში და მეტსაც გეტყვით, რომ საქართველოში უკვე 31%-ითაა გაზრდილი პირდაპირი მიმოსვლის სიხშირე ევროპულ ქვეყნებთან ჩვენი საზღვაო პორტებიდან, საბორნე გადასასვლელს ვგულისხმობ. და ეს არის პირდაპირი დაკავშირებადების პირველი ნაბიჯი, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის ხელშეწყობით“, განაცხადა გურამ გურამიშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები