დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზედამხედველო რეჟიმი და პრინციპები, ისევე როგორც ხედვა ინოვაციებთან დაკავშირებით არსებითად არ იცვლება - სებ

საზედამხედველო რეჟიმი და პრინციპები, ისევე როგორც ხედვა ინოვაციებთან დაკავშირებით არსებითად არ იცვლება - სებ

14-08-2023 13:37:49

2023-2025 წლებისთვის ეროვნულ ბანკში მოქმედი საზედამხედველო რეჟიმი და პრინციპები, ისევე როგორც ხედვა ინოვაციებთან დაკავშირებით არსებითად არ იცვლება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გარემოს მუდმივი ცვალებადობის გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომები ბაზარზე არსებული გამოწვევების საპასუხოდ სისტემატიურად უმჯობესდება და იხვეწება.

მატერიალურ რისკებზე კონცენტრირება - რისკებზე მათი მატერიალურობის პროპორციულად ფოკუსირება, კერძოდ, კონცენტრაცია ისეთ რისკებზე, რომლებიც ყველაზე არსებით საფრთხეს უქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურობას ან დეპოზიტორების, კრედიტორებისა და ინვესტორების ფინანსური სახსრების დაცულობას (კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რიგითობის გათვალისწინებით);

მომავალზე ორიენტირებული მიდგომა - საფინანსო სექტორის საფრთხეებისა და პრობლემების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად სათანადო მაკორექტირებელი ღონისძიებების დროული გამოყენება;

დიალოგი რეგულირებად ფინანსურ ინსტიტუტებთან - აღნიშნული საშუალებას აძლევს ზედამხედველს, გაეცნოს ფინანსური ინსტიტუტის შიდა კულტურას, სტრატეგიასა და მოტივაციას, ხელს უწყობს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მხრიდან შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას, და, ასევე, რისკების მართვის დახვეწას;

მიკრო და მაკროპრუდენციული ზედამხედველობის კოორდინაცია - ზედამხედველობის პროცესში მიკროპრუდენციული ანალიზისას ჯამურად ფინანსური სექტორის მიმდინარე სისტემური ხასიათის რისკების, მათი შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების, ბიზნეს და საკრედიტომციკლებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სხვა საკითხების გათვალისწინება;

თანმიმდევრულობა, შესაბამისობა და თავსებადობა, ერთი და იმავე საქმიანობისა და რისკის ერთგვაროვანი რეგულირება - ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს შორის შესაბამისობის უზრუნველყოფა, ერთნაირი მახასიათებლების მქონე ინსტიტუტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებსა და მათი რეგულირებისას ერთგვაროვანი მოთხოვნებისა და მიდგომების გამოყენება.

პრინციპი გულისხმობს მსგავსი მარეგულირებელი მოთხოვნების დაწესებას კონკრეტული საბაზრო სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ახასიათებთ ერთნაირი აქტივობები და რისკები. რისკებზე პროპორციული რეაგირება;

შიდა რესურსების ეფექტიანი გამოყენება - რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო პროცესი და პრინციპებზე დაფუძნებული რეგულირება გულისხმობს საზედამხედველო რესურსების ყველაზე ეფექტიან გამოყენებასა და წესებთან შესაბამისობის პასიური შეფასების პროცესის ნაცვლად რისკებსა და მათი მიტიგაციის პრაქტიკულ გზებზე ფოკუსირებას.

ეროვნული ბანკის ხედვა ინოვაციებთან დაკავშირებით გარკვეულწილად ემყარება ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრინციპებს, განსაკუთრებით, რისკებზე ორიენტირებული მიდგომის მხრივ.

ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა - ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ინოვაციების წახალისებისა და მათ მდგრად ფინანსურ მოდელებად გარდაქმის ხელშეწყობას, რისთვისაც სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს და ჩართულია ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაში, რომელიც ორი ვექტორისაგან შედგება, ესენია: ფინანსური ინფრასტრუქტურის და საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება.

ღია რეგულირება - საზედამხედველო მიდგომა ღიაა ახალი იდეებისა და ინიციატივების მიმართ, რომლებიც ფინანსური ბაზრის განვითარების მიზნებს ემსახურება და, ამასთან, არ ზრდის ფინანსური სტაბილურობისა და სისტემის რისკს. ნებისმიერ პირს, რომლის ინოვატორულ იდეას შესაძლებელია ეროვნული ბანკის საზედამხედველო ტექნიკა აფერხებდეს, რეგულირების გასავითარებლად შეუძლია საერთაშორისო პრაქტიკასა და ადგილობრივ ფაქტებზე დაფუძნებული დასაბუთების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა.

რისკების მიმართ ტექნოლოგიური ნეიტრალურობა - საზედამხედველო მიდგომა რისკების მიმართ ტექნოლოგიურად ნეიტრალურია. ეროვნული ბანკისათვის მნიშვნელოვანია ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე ამა თუ იმ გადაწყვეტის ზეგავლენა გამოყენებული ტექნოლოგიური საშულებების სახეობის მიუხედავად. ერთსა და იმავე რისკზე ერთნაირი საზედამხედველო მოთხოვნა ვრცელდება, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ტექნოლოგიურ პროცესს ეფუძნება ფინანსური ინსტიტუტის ბიზნესმოდელი.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა - მაშინ როდესაც ინოვაციური პროდუქტები თავის თავში მოიცავს სიახლეს, მომხმარებლებისთვის შესაძლოა რთული იყოს ახალი პროდუქტებისა და მათი მახასიათებლების გაგება/გაცნობა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გამჟღავნების ნაწილში მომხმარებელთა უფლებების მონიტორინგის გამკაცრება და ასევე, ფინანსური ინსტიტუტებს წახალისება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ შეიმუშაონ მომხმარებელთა დაცვის შესაბამისი მიდგომები, როგორც მათი პროდუქტის განვითარების აქტივობების ნაწილი. გარდა ამისა, რადგან ინოვაციური პროდუქტები შესაძლოა განსაკუთრებით რთულად გასაგები და აღსაქმელი იყოს საცალო მომხმარებლებისთვის, საჭირო იქნება ფინანსური განათლების როლიც მსგავსი პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

უცნობი რისკების შესწავლა - ახალი ფინანსური ტექნოლოგიების რისკი და პოტენციური გავლენა ხშირად უცნობია, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. რისკებზე ორიენტირებული მიდგომა ასეთი ტექნოლოგიის გამოყენების საშულებას არ იძლევა. რისკის დასადგენად ეროვნულ ბანკს შეუძლია რეგულირების ლაბორატორიის გამოყენება. აღნიშნული გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ კონტროლირებად გარემოში ფინანსური ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა ტესტის ჩატარებასა და შედეგების ზედამხედველთან განხილვას. რეგულირების ლაბორატორია ძირითადად ორიენტირებულია სისტემური რისკების გამოვლენაზე.

ბალანსი ინოვაციებსა და რისკებს შორის - ფინანსური ინოვაციების სწრაფი განვითარება და რისკების შემცირება ხშირად შეიძლება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. ეროვნული ბანკის ხედვა გულისხმობს ფინანსური ბაზრის განვითარებასა და რისკებს შორის ოპტიმალური ბალანსის გაუმჯობესებაზე მუდმივ ზრუნვას.

პირდაპირი კომუნიკაცია და ინდივიდუალური უკუკავშირი - ინოვაციების წახალისების მიზნით, ეროვნული ბანკი მზდაა დაინტერესებულ მხარეებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და ინდივიდუალური უკუკავშირისთვის, რაც გულისხმობს ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საზედამხედველო მიდგომებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე დროულ და დეტალურ კომუნიკაციას და ამასთანავე, შესაძლებლობას, რომ დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს უკუკავშირი რომელიც მორგებულია მის ინდივიდუალურ საჭიროებებზ

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები