დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სავალუტო ფონდი დისკუსიაში აქტიურად მოგვყვება - ნათია თურნავა სსფ-ს პროგრამის აღდგენაზე

სავალუტო ფონდი დისკუსიაში აქტიურად მოგვყვება - ნათია თურნავა სსფ-ს პროგრამის აღდგენაზე

25-03-2024 10:42:00

ჩვენ ვიცით რა არის ღია საკითხები და ვმუშაობთ სსფ-სთან ამ საკითხების მოგვარებაზე, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ განაცხადა.

მისი თქმით, სსფ-ს ბოლო მისიამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური გარემო.

„ეს იყო სსფ-ს ე.წ. მე-4-ე მუხლის მისია, რომელიც არ ეძღვნებოდა პროგრამის განხილვას, თუმცა გვქონდა საშუალება გვესაუბრა სავალუტო ფონდის პროგრამის არსებულ სტატუსზე. ჩვენ ვიცით, რა არის ღია საკითხები და ვმუშაობთ სსფ-სთან ამ საკითხების მოგვარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყდეს ისე, როგორც უმჯობესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის. გვიხარია, რომ სსფ ამ დისკუსიაში კონსტრუქციულად მოგვყვება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა. IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები