სავაჭრო ცენტრი Tbilisi Mall-ი საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით განახლდება. როგორც ირკვევა, Tbilisi Mall უკვე 11 წელია ექსპლუატაციაშია და მისი ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებდა. რენოვაციის პროცესის დასრულება აპრილში იგეგმება.
„Tbilisi Mall-ი 11 წლისაა. რენოვაციის მიზანია ახალი სიცოცხლე შევძინოთ თბილისი მოლს და ჩვენი განახლებული ინფრასტრუქტურითა და დიზაინით კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ მომხმარებლებისთვის ჩვენთან სტუმრობა. თბილისი მოლის რენოვაცია მოიცავს მოლის ინტერიერის განახლებას - იატაკის, კედლის, ჭერის, მაღაზიის ფასადების, განათებისა და შიდა სივრცეების მოწყობას და გაუმჯობესებას.“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Tbilisi Mall-ში განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ რენოვაციის პროექტს LSG Solutions-ი ხელმძღვანელობს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია Metta აწარმოებს.
რენოვაციის ფარგლებში, განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები, რაც ჯამში სამ სართულს მოიცავს. პროცესში დაცულია ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც "თბილისი მოლს" სრულყოფილად ფუნქციონირების და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას აძლევს, რადგან ძირითადი სამუშაოები ღამის საათებში ტარდება.
https://www.facebook.com/TbilisiMall/videos/754199099918710
უახლესი
59 წუთის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა1 საათის წინ
2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“