დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სატაცურზე მზარდი მოთხოვნის გამო, წარმოებას გავაორმაგებთ - „რკ ოზაანი“

სატაცურზე მზარდი მოთხოვნის გამო, წარმოებას გავაორმაგებთ - „რკ ოზაანი“

08-11-2023 15:00:54

სატაცურის მწარმოებელი კოოპერატივი „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი Business Insider Georgia-თან 2023 წლის სეზონს დადებითად აფასებს.

„კარგ შედეგზე გავედით. დაახლოებით 8 ტონა სატაცური მივიღეთ. მართალია ექსპორტზე ვფიქრობდით, მაგრამ წელს ადგილობრივ ბაზარზე სატაცურზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. პროდუქცია სრულად ადგილზე გავყიდეთ. ძირითადად ვამარაგებდით ჰიპერმარკეტების ქსელებს „კარფურს“, „გუდვილსა“ და „აგროჰაბს“. საბითუმო ფასი 10-12 ლარს შეადგენდა “, - ამბობს „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ამ დრომდე 4 ჰექტარი ჰქონდათ დატვირთული, თუმცა სატაცურზე მზარდი მოთხოვნის გამო 2024 წლიდან ნათესი ფართობის 7 ჰექტრამდე გაზრდას გეგმავენ. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს წარმოებაში ზრდამ 50% შეადგინა. 

რაც შეეხება ექსპორტის პერსპექტივას, როგორც რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი ამბობს, მათი სამიზნე ევროკავშირის ბაზარია.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა.

ამ ეტაპზე მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0,5 მილიონი ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები