რამდენიმე დღეში სასტუმრო "სოლო გრანდ ბოშური" პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. სასტუმრო საქართველოს გულში, ტანის ხეობაში, სოფელ ქვემო ბოშურში მდებარეობს.
როგორც Business Insider Georgia-თან სასტუმრო "სოლო გრანდ ბოშურის" პროექტის მენეჯერმა, კომპანია „რადარის“ დამფუძნებელმა მაია მახათაძემ განაცხადა, სასტუმროში 19 ნომერია და აერთიანებს ყველა ტიპის სასტუმრო ნომერს სტანდარტულიდან - საოჯახო ტიპის აპარტამენტებით დამთავრებული.
სასტუმრო ჯავშნების მიღებას ოფიციალურად უკვე ივნისის დასაწყისიდან დაიწყებს.
ჯავშნების მიღება შესაძლებელი იქნება, როგორც სასტუმროს ვებგვერდიდან, ასევე ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან.
„ეს არის მთლიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც აქვს თავისი სასტუმრო ინფრასტრუქტურა ექსტერიერით და ინტერიერით, ამავე დროს აქვს აქვს ყველა დამატებითი კომფორტი სტუმრებისთვის - ღია აუზით, ბარით და რესტორნებით. სასტუმროს აქვს საუნა. სპა მომსახურება - არომა პაკეტით შევა სასტუმრო ოპერირებაში. სასტუმროს აქვს ასევე თავისი ტურისტული რუკა. კარგი გარემო და არაჩვეულებრივი ბუნებრივი და კლიმატური პირობები“, - აცხადებს მახათაძე.
რაც შეეხება სასტუმროს ტარიფებს, მახათაძის თქმით, სტანდარტული ნომრის ფასი 350 ლარის ფარგლებშია და მოიცავს საუზმეს და დღგ-ს.
სასტუმრო "სოლო გრანდ ბოშური“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ბენეფიციარია.
სასტუმროს პროექტის მენეჯერი მიიჩნევს, რომ წელს ქვეყანა უფრო მეტი ტურისტის მოლოდინშია.
„ხალხი დაუბრუნდა სამოგზაურო წესებს და ბევრად უფრო კარგად იგეგმება მოგზაურობა, ვიდრე ბოლო 3 წლის განმავლობაში. 2023 წლის ტურისტულ სეზონთან მიმართებით, მაღალი მოლოდინები გვაქვს და შესაბამისია მზადების პროცესიც.
კონკრეტული სასტუმროს მაგალითზე ევროპიდან დატვირთვა ვერ გვექნება, რადგან ევროპის ქვეყნებიდან მოგზაურები წინასწარ, ერთი წლით ადრე აკეთებენ კონკრეტულ ლოკაციებზე ჯავშნებს.
ალბათ უფრო სტუმრები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ამოვლენ. ამ კონკრეტული სასტუმროს შემთხვევაში მგონია, რომ ყველაზე მეტი ადგილობრივი ტურისტი გვეწვევა.
ასევე სტუმრები იქნებიან მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და იგივე გალფის რეგიონი“, - აცხადებს მაია მახათაძე.
„რადარის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ქვეყანაში რუსი ტურისტების რაოდენობას მკვეთრად ვერ გაზრდის, რადგანაც რუსეთიდან ვიზიტორები აქამდეც ჩამოდიოდნენ. უბრალოდ საქართველოდან, მაგრამ მათ ახლა უფრო მეტი კომფორტი შეექმნებათ.
უახლესი
29 წუთის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე2 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს2 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა