დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმრო ibis Tbilisi City - Accor-ის და არქის პირველი ერთობლივი პროექტი

სასტუმრო ibis Tbilisi City - Accor-ის და არქის პირველი ერთობლივი პროექტი

04-11-2024 18:00:00

Accor-ი ჯგუფში შემავალი Ibis-ი თბილისში კიდევ ერთი სასტუმროს ibis Tbilisi City-ის გახსნას აანონსებს. სასტუმრო ქალაქის ღირსშესანიშნაობებით გამორჩეულ უბანში — ორთაჭალაში მდებარეობს და მის მიმდებარედ განთავსებულია არაერთი სამთავრობო უწყება. მოსახერხებელი ადგილმდებარეობა სტუმრებს უმარტივებს, როგორც სატრანსპორტო ასევე საფხემავლო წვდომას ისტორიულ, ძველ ქალაქსა და ძირითად სავაჭრო ცენტრებთან, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი მოგზაურობისთვის.

სასტუმროს პროექტზე იმუშავა და მართავს „არქის ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „არქი ჰოსფითალითი“. „არქი“ საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა საცხოვრებელი კომპლექსების მრავალფეროვანი არჩევანით, მათ შორის 50 დასრულებული და 26 მიმდინარე პროექტით თბილისში, საქართველოს ზღვის და მთის კურორტებზე. „არქი“ ასევე აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებსა და აპარტოტელებს.

ibis Tbilisi City არის Accor-ის და არქის პირველი ერთობლივი პროექტი.

„ibis Tbilisi City-ს პროექტი ჩვენს პორტფოლიოში შესანიშნავი სიახლეა, სასტუმრო იდეალურად ერწყმის ქალაქის იერსახეს.  მოხარული ვართ, რომ ამ საინტერესო პროექტზე Accor-თან ერთად ვმუშაობთ.  სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ხედვით, ჩვენს სტუმრებს დაუვიწყარი გამოცდილების და შთაბეჭდილებების შექმნას ვპირდებით", - განმარტავს„არქი ჰოსფითალითის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა სილაგაძე.

ibis Tbilisi City 156 თანამედროვე სტილის ნომერს აერთიანებს, მათ შორისაა: Premium, Superior, Double, Twin, and Accessible (პრემიუმ, სუპერიორი, ორადგილიანი, წყვილი და ადაპტირებული) ნომრები. ოთახებისა და საერთო სივრცეების დიზაინს საფუძვლად უდევს ბრენდის კონცეფცია — Agora. რომლის მთავარი არსი ერთმანეთთან გემოვნებით დაკავშირებული ინტერიერის დეტალები და ფერებია. თითოეული ოთახი აღჭურვილია: Sweet Bed™ by ibis-ის საწოლებით, სამუშაო სივრცეებით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტითა და LCD ტელევიზორებით, რომელიც სატელევიზიო არხების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

სასტუმროში წარმოდგენილია ბარი და რესტორანი MARILI, სადაც სტუმრებს დახვდებათ ქართული სტუმართმოყვარეობის ჰარმონიული სინთეზი მუსიკასთან.

სასტუმრო მოიცავს 50 მ2 სპორტდარბაზს, რომელიც აღჭურვილია Technogym-ის პროფესიონალური კარდიო და ძალისმიერი სავარჯიშო დანადგარებით. შეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის კი გთავაზობთ ოთხ თანამედროვე ოთახს, რომლიც 100-მდე სტუმარს უმასპინძლებს.

ibis Tbilisi City მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 20 წუთის მანძილზე, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აეროპორტის ტრანსფერითა და მუნიციპალური პარკინგით.

Ibis-ის სტუმრები ისარგებლებენ Accor-ის საერთაშორისო ლოიალურობის პროგრამით - ALL – Accor Live Limitless-ის ყველა ბენეფიტით და მრავალფეროვანი შეთავაზებებით.

„არქი“ არის  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. მისი პორტფოლიო მოიცავს  50 დასრულებულ და 26 მიმდინარე პროექტს თბილისში,  საქართველოს საზღვაო და მთის კურორტებზე. ამჟამად აერთიანებს 38 000-ზე მეტ მაცხოვრებელს.  17 წელზე მეტი გამოცდილებით, არქის მრავალფეროვან პროექტებს შორის არის, როგორც საცხოვრებელი კომპლექსები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები და აპარტოტელები. მომხმარებელთა კვლევის მიხედვით, არქი პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომლის  სახელიც ასოცირდება ხარისხისა და საიმედოობის გარანტიასთან, წლების განმავლობაში. არქის თითოეული კონსტრუქცია აგებულია ენერგოეფექტური მასალებით,  იცავს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, პრიორიტეტს ანიჭებს ხარისხს, უსაფრთხოებას, სრულყოფილებას და ითვალისწინებს ყველა მშენებლობის სტანდარტს, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებისათვის.  სოციალური პასუხისმგებლობა არქი-ს ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი ნაწილია, კომპანიის მოგების 5% სწორედ ამ ინიციატივებს ეთმობა. არქი მომდევნო წლების განმავლობაში  თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე რამდენიმე სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები