დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასრიალო აბონემენტის შეძენა, უკვე ონლაინ, დიდი ფასდაკლებითაა შესაძლებელი

სასრიალო აბონემენტის შეძენა, უკვე ონლაინ, დიდი ფასდაკლებითაა შესაძლებელი

21-12-2023 17:40:00

სასრიალო აბონემენტის შეძენა, უკვე ონლაინ, დიდი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. 2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე, აქციის მხარდამჭერები - Mastercard და თიბისი არიან.

21 დეკემბრიდან - 10 იანვრის ჩათვლით, მულტიქარდის ტიპის აბონემენტის TKT.GE და Biletebi.ge პლატფორმებზე შეძენისას, Mastercard ბარათების მფლობელები, ფასდაკლებით ისარგებლებენ:

  • 20%-იანი ფასდაკლება - ნებისმიერი Mastercard ბარათით გადახდისას
  • 30%-იანი ფასდაკლება თიბისის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას
  • 35%-იანი ფასდაკლება თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდისას

შეთავაზება ვრცელდება საქართველოს 4-ვე სამთო კურორტის: გუდაურის ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის, შემდეგი კატეგორიის აბონემენტებზე:

  • 7 დღე სეზონზე
  • 10 დღე სეზონზე
  • სეზონური (კონკრეტულ კურორტზე მოქმედი)
  • სეზონური (4-ვე კურორტზე მოქმედი)

ახალი აბონემენტის გააქტიურება გასული წლის მულტიქარდზე შეგიძლია. თუ სკი პასი ჯერ არ გაქვს, ისარგებლე საკურიერო მომსახურებით და მიიღე ბარათი ნებისმიერ მისამართზე თბილისის მასშტაბით, როგორც TKT.GE, ისე Biletebi.ge-ზე შეძენისას.

ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ონლაინ შეძენისას:

tkt.ge/ MTA

https://biletebi.ge/Ski

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები